ინგლისური “ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი “ბარსელონას” ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის შესახებ საუბრობს. ინგლისელის განცხადებით, ესპანელის წინააღმდეგ თამაში კოშმარია.
“მე მითამაშია მის წინააღმდეგ და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. შეუძლებელია თუ ბუსკეტსი ახლოსაა, ბურთი მიიღო. ესპანელის წინააღმდეგ თამაში კოშმარს გავს. მას ოფლიც კი არ გამოსდის”, - თქვა ჯერარდმა BT Sport-თან საუბრისას.