ფეხბურთი

13:10 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "დემბელე რონალდინიოსა და მარადონას გვერდითაა"

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო თავისსავე შეგირდს, მუსა დემბელეს აქებს. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, ბელგიელი ფეხბურთის გენიოსია და ამასთან დიეგო მარადონას შეადარა.

“ჩემთვის დემბელე ფეხბურთის გენიოსთა კატეგორიაში შედის. იმ წიგნშია მისი ადგილი, სადაც მარადონას, რონალდინიოს და ოკოჩას. მე მქონდა ბედნიერება ყველა მათგანის გვერდით მეთამაშა და ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოები არიან.

დემბელეს კარიერაში ბევრი ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა დაბრუნდა და დიდებულ ფორმაშია. ფანტასტიკურ მომენტს განიცდის და დაიმსახურა ყველა გენიოსის გვერდით ადგილი”, - განაცხადა პოჩეტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114743