ფეხბურთი

11:47 | 24.02.2018 | ნანახია 0 - ჯერ

უეფას რეიტინგი: სერია A პრემიერლიგასთან ახლოს მივიდა

უეფამ მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ ტრადიციულად ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა, რომლის ათეულში ცვლილება არ მომხდარა. თუმცა, იტალიის სერია A ინგლისის პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

წინა თვეში პრემიერლიგა იტალიის ჩემპიონატს თითქმის 5 ქულით უსწრებდა, მაგრამ ახლა სხვაობა 3.5 ქულამდე შემცირდა.

ლიდერ კი, რა თქმა უნდა ესპანეთის ლა ლიგაა, რომელიც იმდენად დამაჯერებლადაა პირველ ადგილზე, რომ ალბათ კარგა ხანს არ დაკარგავს პოზიციას.

აქვე, ჩემპიონატების საუკეთესო ათეული:

1. ლა ლიგა (ესპანეთი) – 101.998 ქულა

2. პრემიერლიგა (ინგლისი) – 76.605

3. სერია A (იტალია) – 73.082

4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 69.284

5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 54.248

6. პრემიერლიგა (რუსეთი) – 52.382

7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 46.248

8. პრემიერლიგა (უკრაინა) – 40.933

9. იუპერ ლიგა (ბელგია) – 38.500

10. სუპერლიგა (თურქეთი) – 35.800

სხვათა შორის, გრძელდება ჰოლანდიის ერედივიზიონის რეგრესი, რომელიც წინა თვესთან შედარებით ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-14 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ლიგას – 1.875 ქულით კვლავაც 45-ე პოზიციას იკავებს და ზაფხულამდე ცვლილება არც ემუქრება...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:48 | 28.03.2024
luka08 (622)

რა ათუკა , ამხელა კაცია . ავთანდილია ბიჭი და რატომ აათუკებთ ?

0.062508