კალათბურთი

2:02 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესადაც შეგვიძლია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრიასთან (78:64) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

“პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებსა და სტაფს ამ დიდ გამარჯვებას. ვინაიდან, ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი პრობლემები – გვაკლდა მანუჩარი, ცინცაძემ დიდი სამუშაო შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე არ ჰქონდა ნათამაშები.

მაგრამ ყველაფერი კარგად იყო, კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესად თამაშიც შეგვიძლია. ცქიტიშვილმა კარგი სამუშაო შეასრულა ბითაძესთან ერთად. ისევე როგორც დიქსონმა, ბერიშვილმა, ბოქოლიშვილმა, ბოისამ. დვალიშვილი კი დაცვაში შესანიშნავად თამაშობდა. ამ მომენტისთვის ეს შედეგი ჩვენ დადებითად მივიჩნევთ, რადგან გუნდი რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა. ვითამაშეთ გულით და შეცდომები, რომლებიც დავუშვით, ნორმალურია. მომდევნო მატჩებისთვის გუნდს უფრო მეტი ნდობა სჭირდება", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. მეოთხე ტურში კი 25 თებერვალს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.113152