ფეხბურთი

20:03 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გიოტებორგის" თავკაცი: "გიორგი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია" - ხარაიშვილი წარადგინეს

შვედურმა “გიოტებორგმა” “საბურთალოს” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ოფიციალურად წარადგინა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მხარეების სურვილის შემთხვევაში ხანგრძლივობა 3.5 წლით ავტომატურად გაიზრდება.

“ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია. ბევრი თვისებები აქვს - სწრაფი, კარგი ტექნიკა, ბურთის ფლობა”, - ამბობს “გიოტებორგის” სპორტული დირექტორი მატს გრენი.

კომენტარი გააკეთა სკანდინავიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოია ასბაგიმაც:

“მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში ჯერ ცოცხლად არ მინახავს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო მოთამაშეა”, - თქვა მან.

გიორგი ხარაიშვილი “გიოტებორგში” 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შვედეთის ალსვენსკანის 2018 წლის სეზონი სტარტს 1 აპრილს აიღებს. ხარაიშვილის ახალი გუნდი ჩემპიონატს”ტრელებორგთან” საგარეო მატჩით დაიწყებს.

0.115144