უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩირო იმმობილე დასახელდა. რომის “ლაციოს” თავდამსხმელმა უეფას ვებგვერდზე განთავსებული გამოკითხვა სოლიდური უპირატესობით მოიგო. ხმების თითქმის ნახევარი ერგო – 49%.
იტალიელმა ფორვარდმა ბუქარესტის “სტიაუასთან” მართლაც მაღალ დონეზე ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მეორე ადგილზე გავიდა “მილანის” ნახევარმცველი ფაბიო ბორინი (32%), მესამეზე “ატლეტიკოს” ფორვარდი კევინ გამეირო (15%), ხოლო მეოთხე ადგილი “ნაპოლის” წევრ პიოტრ ჟიელინსკის ერგო (4%).