“მანჩესტერ იუნიატედს” პოლ პოგბა დატოვებს და ამის მიზეზი ჟოზე მოურინიოა. ინგლისური მედია ბოლო დროს ფრანგსა და პორტუგალიელს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე ხშრად წერს და კონფლიქტი როგორც ჩანს, ვერ გვარდება.
პოგბა თავისი სათამაშო პოზიციით უკმაყოფილოა და “კერინგტონის” ბაზაზე მოურინიოს შეხვდა, მაგრამ სათავისო პასუხის ნაცვლად, “განსაკუთრებულისგან” ასეთი პასუხი მიუღია: “აქ ბოსი მხოლოდ მე ვარ!”. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პოგბას აგენტი მინო რაიოლა, რომელმაც თავისი კლიენტი ორი წლის წინ “ოლდ ტრაფორდზე ზარ-ზეიმით დააბრუნა, ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მოურინიომ პოგბა ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი, გამოცდილ ფრანგს საერთოდაც ახალგაზრდა სკოტ მაკტომინეი ამჯობინა.