ფეხბურთი

20:52 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი "რეალში" ზედმეტია

მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონის შემდეგ გარეთ ბეილი დატოვებს. ორი მთავარი ესპანური გამოცემა Marca და As-ის ამის შესახებ დარწმუნებით იტყობინებან. წყაროების ცნობით, ბეილი მადრიდული გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი გახდა, რომელიც მაშინ, როდესაც მოედანზეა, უბრალოდ მკვდარია!

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი უელსელ შემტევს სულ უფრო და უფრო იშვიათად ენდობა, ხოლო პარალელურად მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი ჩინებულად თამაშობენ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ბოლო ოთხი მატჩიდან სამი ბეილმა სათადარიგო სკამზე გაატარა.

საინტერესოა ისიც, რომ გარეთ ბეილმა “რეალში” ყოფნის პერიოდში 25-ჯერ მიიღო ტრავმა და ამის გამო 78 თამაში გაუცდა. შეგახსენებთ, რომ ბეილი მადრიდის “რეალს” 2013 წლის ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემიდან” შეუერთდა.

0.114413