ფეხბურთი

23:15 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარიო სრნა 22 აგვისტოდან ივარჯიშებს

ხორვატ მარჯვენაფლანგელ დარიო სრნა როგორც იცით, შარშან დოპინგზე გამოიჭირეს და 17-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

სრნამ შარშანვე აღიარა, რომ დოპინგს იღებდა და შეწყვიტა "შახტარში" ვარჯიში.

ხორვატ ფეხბურთელს "შახტარში" ვარჯიშის განახლება და თამაშიც 2018 წლის 22 აგვისტოდან შეეძლება. ადრე იყო ვარაუდი, რომ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, მაგრამ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ სრნა უკვე 35 წლისაა და ასევე ის, რომ როგორც კი გაიგო დოპინგ-ტესტის შედეგები, არ გაუპროტესტებია და ვარჯიში შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117845