ფეხბურთი

22:09 | 23.02.2018 | ნანახია 1319 - ჯერ

როი კინი: "უილშირი მსოფლიოში ყველაზე რეკლამირებული ფეხბურთელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ირლანდიელმა როი კინმა, "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი გააკრიტიკა.

ეს მას შემდეგ, რაც არსენ ვენგერის გუნდმა ევროპის ლიგაზე შინ 1:2 წააგო შვედურ "ესტერსუნდთან".

"უილშირი მსოფლიოში ყველაზე რეკლამირებული ფეხბურთელია. მისი შესაძლებლობები ყოველთვის გადაფასებული იყო. მე ვიტყოდი, რომ "მეთოფეებს" შვედებთან გაუმართლათ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს" - ციტირებს კინის სიტყვებს Daily mail-ი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:22 | 24.02.2018
O. Mertskhali (8101)

"გადაფასებული" სხვა სიტყვაა: "გადაჭარბებულადაა შეფასებული" უნდა იყოს

0.121591