თამაშგარე

13:15 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ საფეხბურთი კლუბებს საკუთარი ვენახები აქვთ

მეღვინეობა და ღვინის კულტურა ევროპაში ფეხბურთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მხოლოდ ის რად ღირს, რომ თითქმის ყველა ცნობილი ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის სახელობის ღვინო იყიდება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გამორჩეული მატჩებისა და საფეხბურთო თარიღების აღსანიშნავად სხვადასხვა ტიპის ღვინოებს დღემდე ევროპის ბევრი დიდი თუ მცირე მარანი ასხამს და ასეთი ღვინო ძალიან კარგადაც იყიდება.

მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ევროპაში ზოგიერთ საფეხბურთო კლუბს საკუთარი ვენახებიც კი აქვს და ეს ვენახები, როგორც წესი, კლუბის სრული პატრონაჟის ქვეშაა. მაგალითად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იტალიურ “მილანს“ სილვიო ბერლუსკონი მართავდა, კლუბს ერთ-ერთმა იტალიურმა ღვინის კომპანიამ, ლომბარდიაში მდებარე ერთი ჰექტრის მოცულობის ვენახი აჩუქა და ეს ვენახი დღემდე “მილანის“ საკუთრებაა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ასევე საკუთარი ვენახი ქონდა კატალონიის “ბარსელონას“, რომელიც 2002 წელს გუნდის რეორგანიზაციის დროს გაიყიდა. პარიზის გარეუბანში მცირე ვენახს ფლობს ფრანგული “პარი სენ ჟერმენი“. გერმანულ “ჰამბურგს“ კი ვენახები არა, მაგრამ საკუთარი ლუდის სახდელი აქვს, სადაც სასმლის ხარისხზე თავად კლუბის პრეზიდენტია პასუხისმგებელი.

0.123739