კალათბურთი

11:06 | 23.02.2018 | ნანახია 2728 - ჯერ

ზაზას 6 ქულა და სათადარიგოთა სკამი

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლიპერსი” 134:127 დაამარცხა. ამჯერად სასტარტო 5-ეულში ფაჩულიას მაგივრად ჯავალ მაკგი გახლდათ. ზაზამ პარკეტზე მხოლოდ 6 წუთი დაჰყო და ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ ერთი ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მეომრები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და ლოს ანჯელესელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. “ოქროს შტატელების” გამარჯვების მთავარი შემოქმედი სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 44 ქულა 10 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. “კლიპერსში” 21 ქულით და 12 პასით ლუ უილიამსი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 45 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.



Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139

Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510
0.756391