ჩემპიონები ისე იწყებენ, როგორც შეეფერებათ - ახალი სარბოლო ავტოობილის, - „მერსედეს-AMG W09 EQ პაუერ პლუსის“ წარდგენისას, მათ განაცხადეს, რომ ეს ავტომობილი ყველა ასპექტში სჯობს წინამორბედს, რომელმაც გუნდს ზედიზედ მეოთხედ მოაპოვებინა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და კონსტრუქტორთა თასი. უფრო მეტიც, ისინი ირწმუნებიან, რომ ეს არის ფ1-ის ყველაზე სწრაფი მანქანა მათ შორის, რაც კი „მერსედესს“ შეუქმნია.
სარბოლო ავტომობილის სახელში „EQ პაუერ პლუსი“ იმის აღსანშნდ დაემტა, რომ მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს, კომპანია მალე სერიულ ჰიბრიდულ და ელექტრულ სპორტულ ავტომობილებზე დანერგავს. როგორც ცნობილია, EQ არის გერმანული კომპანიის ქვებრენდი, რომელიც ელექტრომობილებს და ეკოლგიურად სუფთა სხვა ტიპის ავტომობილებს გამოუშვებს.
გუნდმა ახალი სარბოლო ავტომობილის პირველი ფოტოები სილვერსტოუნზე გადაიღო, სადაც ვალტერი ბოტასმა ის ტრასაზე პირველად გამოიყვანა. ვიზუალურად „W09 EQ პაუერ პლუსი“ წინამორბედისგან მცირედით განსხვავდება. მას დაემტა კოკპიტის დამცავი სისტემა „ჰალო“, რომლის გამოყენებაც ამ სეზონიდან სავალდებულოა. გარდა ამისა, მანქანას აღარ აქვს ეგრეთ წოდებული ზვიგენის ფრთა.
როგორც გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, W08 უსწრაფესი ავტომობილი იყო და გუნდს არ სურდა მისი ძლიერი თვისების დაკარგვა. უფრო მეტიც, ეს იყო საუკეთესო საფუძველი განვითარებისთვის, რაც გაკეთდა კიდეც.
გუნდმა უკვე გაგზავნა ახალი ავტომობილი ბარსელონაში, სადაც მომავალი კვირიდან, წინასასეზონო ტესტები დაიწყება.







