საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა აკაკი დვალიშვილმა ავსტრიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც დვალიშვილი ამბობს, გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ავსტრია დაამარცხონ.
“გუნდში კარგი განწყობაა. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფორმაში შევიდეთ და მოვემზადოთ ავსტრიასთან თამაშისთვის. ასე თუ ისე განვიხილეთ მეტოქე გუნდის კომბინაციები, ტაქტიკა და დაცვაზეც ვიმუშავეთ. ვფიქრობ ისეთ ფორმაში ვართ, რომ ავსტრია დავამარცხოთ”, - განაცხადა აკაკი დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.