სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:03 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხვედელიძე: “ნაკრებში ჯანმრთელობის მხრივ ნორმალური სიტუაციაა”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა ექიმმა თემო ხვედელიძემ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ავსტრიასთან მატჩისთვის ამ ეტაპზე ნორმალური სიტუაციაა.

“ამ ეტაპზე გუნდში ჯანმრთელობის მხრივ ნორმალური სიტუაციაა. მიხარია, რომ შემოგვიერთდა ტრავმირებული გიორგი ცინცაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნორმალურ ფიზიკურ კონდინციებში იმყოფება. რაც შეეხება დანარჩენენს – საბრძოლო განწყობაა და ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის. თამაშს კარგი განწყობით და ჯანმრთელად შევხვდებით”, - განაცხადა ხვედელიძემ.

ავსტრიისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13387