კალათბურთი

10:22 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურასპაული: “მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ”

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული საქართველოს ნაკრებთან ერთად ვენაში იმყოფება, სადაც ავსტრიასთან მატჩამდე მან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯებიან და ეცდებიან სასურველი შედეგის მისაღწევად.

“ავსტრიასთან გასვლითი მატჩი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაური შეხვედრა გერმანიასთან, თუმცა ჩვენი კონცენტრაცია ჯერ მთლიანად ავსტრიის მატჩზეა მიმართული. ხვალ დილით დიქსონიც დაგვემატება და შეიკვრება ის 12 მოთამაშე, რომელიც მართლაც, რომ შეებრძოლება ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს. მე რომ ვუყურებ ბიჭებს და ასევე სამწვრთნელო შტაბს, იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და რისი შესაძლებლობაც ექნებათ, იმ მაქსიმუმს გააკეთებენ. მჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

დიდი მნიშვნელობა ექნება ამ მატჩის შედეგს იმისთვის, რომ 2 დღის შემდგომ, სახლში გერმანიასთან ვითამაშოთ წარმატებით და იმედს ვიტოვებ ეს მატჩი მოგვცემს საფუძველს იმისა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად დავხვდეთ გერმანიას”, - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.136385