ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის, “ფეიენოორდის” ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელებმა სვენ ვან ბეეკმა და სტივენ ბერგუისმა იჩხუბეს.
ვან ბეეკი როტერდამული გუნდის თავდამსხმელს ეუხეშა, რასაც ბერგუისმა წიხლებით უპასუხა. არავი იცის, როგორ გაგრძელდებოდა მომხდარი, რომ არა თანაგუნდელები, რომელთაც ვან ბეეკი და ბერგუისი გააშველეს.
“ფეიენოორდი”, რომელიც ერედივიზიონში მეოთხე ადგილზე იმყოფება, ლიდერ პსვ-სთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 ქულით ჩამორჩება.