“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “სევილიასთან” (0:0) მატჩით კმაყოფილი დარჩა. როგორც “განსაკუთრებულმა” განაცხადა, მეტოქის კარში დარტყმები არაფერს ნიშნავს.
“ეს არაა კატასტროფული შედეგი, რადგან “სევილია” ორგანიზებული და გამოცდილი გუნდია. დე ხეამ ერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გვიხსნა მართალია, მაგრამ შემდეგ მეტოქეს არაფერი შეუქმნია. “სევილიას” დარტყმები მხოლოდ სტატისტიკაში აისახა, მეტს არაფერს ნიშნავს.
არ მინდა, რომ დე ხეას თამაში გამოვარჩიო, რადგან არ მიყვარს, როდესაც გუნდიდან ვინმეს ინდივიდუალრად გამოვყოფ. მაკტომინეის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის გამოცდილი ფეხბურთელივით მოქმედებდა. პოგბას ძირითად შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი დაზიანებაა, თუმცა, როდესაც მოედანზე შევიდა, კარგად ითამაშა”, - განაცხადა მატჩის შემდეგ მოურინიომ.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “სევილიას” საპასუხო შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” 13 მარტს გაიმართება.