ფეხბურთი

12:34 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის გატეხილი ნავსი, "ბაიერნის" სერია და ვილიანის წერტილი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ერთ გვერდზე:

14 – “ბაიერნმა” ზედიზედ 14 თამაში მოიგო (ყველა ტურნირის ჩათვლით) და თავისივე რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1980 წელ დაამყარა.

6 – ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 6 საუკეთესო ბომბარდირი:

ლიონელ მესი – 18

კრიშტიანუ რონალდუ – 11

ტომას მიულერი – 9

რივალდო – 8

სამუელ ეტო’ო – 8

ედინსონ კავანი – 8

61 – ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე 122-ე თამაში ჩაატარა და აქედან 61-ში გოლის გატანა მოახერხა.

30 – ლიონელ მესი “ჩელსის” კარში გოლი პირველად გაიტანა (9 თამაშში). არგენტინელს ლონდონელთა კარის ასაღებად 30 დარტყმა დასჭირდა.

6 – ვილიანს ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი აქვს გატანილი და აქედან 6 საჯარიმოს გარედან.

6 – 2013-2014 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი ვილიანს აქვს გატანილი (6). შემდეგ მოდიან კრიშტიანუ რონალდუ (5) და ნეიმარი (5).

61 – “ბაიერნს” არ წაუგია ბოლო 61 მატჩი, როდესაც გოლი ტომას მიულერმა გაიტანა (58 მოგება, 3 ფრე).

23 – “ბარსელონას” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 23 გამარჯვება აქვს მოპოვებული და სხვა არცერთ გუნდს ალბიონელები ჯამში ამდენჯერ არ დაუმარცხებია.

80% - არიენ რობენმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩების მხოლოდ 80% დაიწყო ძირითადი შემადგებლობიდან ამაზე დაბალი შედეგი მხოლოდ 2012-2013 წლების სეზონში ჰქონდა (77%).

7 – ტომას მიულერმა “ბეშიქთაშის” კარისკენ 7-ჯერ დაარტყა და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში.

2 – კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამ მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა (2), ვიდრე მანამდე ჩატარებულ 15 შეხვედრაში.

2 – “ბაიერნმა” 2018 წელს ჩატარებულ 8 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ ორი გატანა (თამაშში).

13 – ნგოლო კანტემ “ბარსელონასთან” 13-ჯერ ბურთი მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” წინააღმდეგ უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ვერატის აქვს (15) 2015 წლის აპრილში.

6 – “ჩელსის” 30%-ზე დაბალი მაჩვენებელი ბურთის ფლობის მხრივ 2004 წლის შემდეგ ექვსჯერ ჰქონდა (ჩემპიონთა ლიგაზე) და ყველა შემთხვევაში “ბარსელონას” წინააღმდეგ.

16% - 24/04/2012

20.4% - 18/04/2012

26.9% - 20/02/2018

28.7% - 28/04/2009

29.1% - 23/02/2005

29.3% - 06/05/2009

0 – “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტაიმი კარში დარტყმის გარეშე 2016 წლის თებერვლის შემდეგ (“არსენალთან”) პირველად ჩაატარა.

5 – “ბეშიქთაშმა” უფრო მეტი გოლი გაუშვა “ბაიერნთან” 90 წუთში, ვიდრე მანამდე ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 6 მატჩში.

29 – ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 35 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 29 მათგანს გოლი გაუტანა. მხოლოდ რაულს (33) და კრიშტიანუ რონალდუს (32) აქვთ უფრო მეტი გუნდის კარში გოლი გატანილი.

139 – სერხიო ბუსკესტმა “ჩელსისთან” 139 პასი გააკეთა (128 ზუსტი) და არცერთ “ბარსელონას” ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ერთ თამაშში ასეთი შედეგი არ აქვს.

12 – ანდრეს ინიესტამ ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამდენი შედეგიანი გადაცემა მას “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელის მისამართით არ გაუკეთებია.

2011 – ჩემპიონთა ლიგაზე “რომამ” ბოლოს 2011 წელს წააგო თამაში, რომელსაც იგებდა. “ჯალოროსის” ასეთივე რამ მაშინაც “შახტართან” დაემართა.

2 – ჯენგიზ უნდერმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 20 წლისა და 222 დღის ასაკში გაიტანა. თურქი “რომას” რიგებში ანტონიო კასანოს შემდეგ (20 წელი და 82 დღე) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ლიგაზე გაუტანია.

6 – ჯენგიზ უნდერმა ბოლო 4 თამაშში 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი, 1 პასი).

8 – დავიდ დე ხეა “მანჩესტერის” პირველი მეკარე გახდა 2011 წლის შემდეგ, რომელმაც ლიგაზე ერთ თამაშში 8 სეივი შეასრულა. ბოლოს ასეთივე მაღალი შედეგი 2011 წლის მაისში “ბარსელონასთან” ედვი ვან დერ საარს ჰქონდა.

0:0 – “მანჩესტერის” ბოლო შვიდი მატჩიდან, რომელიც ესპანეთში ჩაატარა, 5 უგოლოდ დასრულდა.

10 – ევერ ბანეგა პირველი ფეხბურთელი გახდა 2011 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა. 2011 წლის აპრილში მესუთ იოზილმა “ტოტენჰემთან” 11 საგოლე შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს.

10 – მიმდინარე გათამაშებაში საჯარიმოს გარედან 44 გოლი გავიდა და აქედან ბრაზილიელების ანგარიშზეა.

0.121138