ფეხბურთი

14:59 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დე შილიოც გამოაკლდა

იტალიის ჩემპიონ “იუვენტუსს” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუშავდა – მატია დე შილიო. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგევრდი იტყობინება, იტალიელ მცველს მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული და აღნიშნული მიზეზით გუნდის ბოლო ვარჯიშიც გაუცდა.

ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით დადგენილი არაა, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, დე შილიოს მხოლოდ “ატალანტასთან” დამდეგ უიქ-ენდზე გასამართი მატჩი გაუცდება და შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსის” ლაზარეთში ამჟამად ფედერიკო ბერნარდესკი, გონსალო იგუაინი და ხუან კუადრადო იმყოფებიან, ხოლო ბლეზ მატუიდი და ბენედიქტ ჰიოვედესი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077