კალათბურთი

23:40 | 21.02.2018 | ნანახია NaN - ჯერ

“ევერტონმა” გეიეს გაუხანგრძლივა

“ევერტონმა” სენეგალელ ცენტრალურ ნახევარმცველს, იდრისა გეიეს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით, “გუდისონ პარკზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ცნობისთვის, გეიე “კანფეტებს” 2016 წელს “ასტონ ვილადან” 7.1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეუერთდა. მან ამ დროს განმავლობაში “ევერტონის” მაისური 65-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

0.128347