“მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თავის გუნდს იდეალურ მანქანას უწოდებს. “რინოს” განცხადებით, “როსონერის” ფინანსური პრობლემები არ აქვს და მხოლოდ მატჩებზე და ვარჯიშებზე არიან კონცენტრირებულნი.
“მილანი” იდეალური მანქანაა. ფინანსური პრობლემები არ გავქვს, როდესაც მირაბელის და ფასონეს ვესაუბრები, ღმერთის წყალობით მეუბნებიან, რომ ფული არის. შესაბამისად, ჩვენი საფიქრალი მხოლოდ ჩვენი სამუშაოა.
ჩვენ ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. “ლუდოგორეცს” პატივი უნდა ვცეთ. ოთხეულიდან საკმაოდ შორს ვართ ჩემპიონატში და უნდა ვეცადოთ, რომ ევროპა ლიგა მოვიგოთ”, - განაცხადა გატუზომ.
“მილანი” სერია A-ში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილს 8 ქულით ჩამორჩება. ევროპა ლიგაზე კი, მერვედფინალში გასვლასთან ახლოსაა, რადგან “ლუდოგორეცი” სტუმრად 3:0 დაამარცხა.