ფეხბურთი

16:22 | 21.02.2018 | ნანახია 1064 - ჯერ

„სიონის“ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „სიონის“ პრესსამსახური იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით იცვლება მოედნის საფარი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს.

სარემონტო სამუშაოების დასრულება აგვისტოსთვის იგეგმება, მანამდე კი „სიონი“ საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისურმა კლუბმა გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ პლეი ოფში ბათუმის „დინამოს“ აჯობა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:44 | 22.02.2018
ogafa (10211)

კარგი სტადიონი გამოვა

20:15 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყოჩაღ

19:54 | 21.02.2018
ოფაგას მრჩეველი საგარეო საკითხებში (19)

სამტრედიის სტადიონსაც უტარდება რეკონსტრუქცია, - ხელოვნური საფარი ბუნებრივით იცვლება, მაგრამ კაციშვილს არ დაუწერია აქ.

18:59 | 21.02.2018
rigeli (1147)

აჭარლებო გავიდა -30 -დღე დარჩა 971 რა ხდება ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

20:15 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგ სტადიონის აშენების იმედი მემგონი აღარავის აქ უკვე

16:38 | 21.02.2018
NUGZARA_ERGEMLIDZE (10)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

0.164416