კალათბურთი

12:24 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუმლაძე: "ბარსელონა" და დისციპლინა

რუბრიკაში "მწვრთნელი" წარმოგიდგენთ ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელს დავით მუმლაძეს. ახალგაზრდა, საინტერესო სპეციალისტი, რომელიც უფრო გამოცდილი კოლეგებისგან აუცილებელ გამოცდილებას იღებს. და დათოს უყვარს კალათბურთი.

- მოგვიყევით საკუთარ თავზე. ვინ არის დავით მუმლაძე?

დავით მუმლაძე: "დავიბადე თბილისში, 1989 წლის 12 მაისს, დავამთავრე 155-ე სკოლა. კალათბურთს 19 წლამდე ვთამაშობდი. თავისუფალ დროს მეგობრებს ვუთმობ, ერთად გავდივართ ქალაქგარეთ. მიყვარს როგორც კალათბურთის, ასევე ფეხბურთის ყურება. განსაკუთრებით, თუ "ბარსელონა" თამაშობს. ყოველთვის საინტერესოა ახალი, კარგი ფილმის ნახვა, ვეცნობი მუსიკალურ სიახლეებს. ყველაფერს ვუსმენ - როკს, რეპს, კლასიკას. განწყობას გააჩნია."

- კალათბურთში როდემდე აპირებთ დარჩენას?

- კალათბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. მინდა, რომ ბოლომდე კალათბურთში დავრჩე. ეს არის ის, რაც მაინტერსებს და რაც - მიყვარს.

- რამდენად გაიზარდეთ ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მუშაობის დროს?

- ერთია, იყო მოთამაშე და მეორე - მწვრთნელი. ზაზას აკადემიაში ჩემზე ბევრად გამოცდილი მწვრთნელების დამსახურებით ბევრი ვისწავლე. ის დეტალები, რომლებსაც ადრე საერთოდ ვერ ვამჩნევდი. ეს საინტერესოა. ეს აუცილებელია. ზაზას აკადემიაში კარგი მუშაობის იდეალური პირობებია.

- რას უნდა აძლევდეს მწვრთნელი ბავშვებს?

- პირველ რიგში, ცოდნას, დისციპლინას, ენერგიას. ალბათ, კალათბურთში ბოლომდე დარჩენის მოტივაციასაც. ბავშვებს უნდა უყვარდეთ მის ვარჯიშებზე მისვლა და იქ თავისუფლად უნდა იყვნენ. თავისუფლად და მობილიზებულად. ვცდილობ, რომ პატარებს ეს ელემენტები მაქსიმალურად მივცე. მათთან ერთად მეც ვიზრდები.

ზურაბ თალაკვაძე

0.153266