მიუნხენის “ბაიერნმა” მეოთხედფინალში გასვლის საკითხი პირველი მატჩში გადაწყვიტა. საერთოდაც, “რეკორდმაისტერი” თურქეთის ჩემპიონ “ბეშიქთაშთან” უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ის, რაც იუპ ჰაინკესის გუნდმა მეტოქეს დამართა, ბოლომდე ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
“ბეშიქთაშმა” ჯგუფურ ეტაპზე ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეჯგუფში თურქებს ევროპული გრანდი არ ჰყოლიათ მეტოქედ. “ბაიერნი” კი მათ ორივე თავით მაინც აღემატება. ამას ისიც დაემატა, რომ “რეკორდმაისტერი” არანორმალურად მაგარ ფორმაშია და უკვე ზედიზედ 14 თამაში მოიგო. ასეთი ჩინებული სერია კი, ბოლოს 1980 წელს ჰქონდა. მოკლედ, “არწივები” მიუნხენს ცუდ დროს ეწვივნენ და მწარე მარცხის იწვნიეს.
ისე, ისიც ვთქვათ, რომ შენოლ გიუნეშის გუნდმა თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. დომაგოი ვიდამ მე-16 წუთზე მიიღო წითელი ბარათი მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკი წააქცია საჯარიმოს ხაზთან. სტუმრები მრისხანე მეტოქეს 43-ე წუთამდე უძალიანდებოდნენ და მერე ტომას მიულერმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმი კი ნამდვილად ერთი გუნდის წარმოდგენა იყო. “ბაიერნმა” პირველ ნახევარში გატანილ 1 გოლს კიდევ ოთხი წაამატა და საპასუხო მატჩი სრულ ფორმალობად აქცია.
საერთოდაც, ჯერ მერვედფინალური ეტაპზე მხოლოდ 6 მატჩი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ წინ საპასუხო შეხვედრებიცაა, სამი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. “სიტი”, “ლივერპული”, “ბაიერნი”... კლასში სხვაობა აშკარაა.
“ბაიერნი” – “ბეშიქთაში” 5:0 (1:0) VIDEO
მიუნხენი, “ალიანც არენა”
მაყურებელი: 70 000
“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი (ტოლისო 83), ხავი მარტინესი, ხამესი (რობენი 44); მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი (რიბერი 81)
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ადრიანო, პეპე, ვიდა, ერკინი (გონული 69); ჰატჩინსონი, მედელი (არსლანი 85); კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ვაგნერ ლავი (ტოშიჩი 57)
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში
გოლები: 1:0 მიულერი (43), 2:0 კომანი (53), 3:0 მიულერი (66), 4:0 ლევანდოვსკი (79), 5:0 ლევანდოვსკი (88)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი (38) – კვარეჟმა (33), პეპე (62), ტოშიჩი (90)
გაძევება: ვიდა (16)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (13) – 5 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დროგბა მეუბნებოდა აქ ეს წყვილები რო დაჯდა ბეშიქთაში იცი რა გუნდიაო?ტალისკაც აქო.გასაგებია წითელმაც იქონია გავლენა მაგრამ მაინც მინიმუმ 2 ბურთით მოიგბდა ბავარია.
კლოპი მინდა.ლიოვი არასდდოს მიმაჩნდა ეპოქალურად იმდენი ხანია ნაკრებშია რო რავი და გუნდიც ჰყავს.ლიოვზე უარს მაინც არ არ.გერმანელია და მსოფლიო ჩემპიონია მაინც
რაც შეეხება თამაშს.არარის ხამესი ჯერ კიდე ბაიერნელი.ისევ რობენმა აჯობა.მიულააა კიდე ტვინია და კლასი
მეც კლოპი მინდა, მაგრამ თვითონ რო არ ვუნდივართ ეგაა საქმე. დავიჯერო ამდენნი ხნის განმავლობაში შეფები მაგას არ დაუკავშირდებოდნენ ბავაარიაში მოსვლაზე? სავარაუდოდ თვითონაა უარზე
ვინმეს ილუზია ქოდა იმის რო ბეშიქთაში რამე წინააგდეგობას გაუწევდა ბავარიას თუდაც წითელი ბარათი არ მიეცათ ბეშიქთაშის ფეღბურთელისთვის? ბეშიქთაშს ჯერ ბევრი უკლია გრადებამდე, ასე რომ მერვედ ფინალითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ
ბაიერნი ლიგის ფავორიტია უდავოდ მაღალი კლასის შემადგენლობა მწვრთნელი მშვენიერ ფორმაშია გუნდი იდეალური მეოთხედფინალები გველოდება
რომც არ დარჩენილიყვენ თურქები ნაკლებნი მაინც ასე წააგებდნენ ალბათ.
გასასამართლებელი საბუთი აქვთ ახლა და ეგაა.
არაა ბაიერნის სტილის არც ესპანელი და არც იტალიელი მწვრთნელები. ვაბშე უცნობი გერმანელი ტრენერი ყავდეთ ჯობია მაგად. ჩაქნეული მქონდა ანჩელოტის დროს ხელი და ამ კაცმა რამდენიმე თვეში ერთერთ უპირობა ფავორიტად აქცია გუნდი
ლიოვი გინდათ დროზე,ჰაინკესს თუ გადაყვნენ შელება დაკარგონ ლიოვი.არადა გერმანული ფეხბურთი,გერმანელი ახალგაზრდები თუ ვარსკვლავების შესაძლებლობები იდეალური სიზუსტით იცის ლიოვმა
100% გეთანხმები !ბაიერნს მწვრთნელი ყოველთვის უნდა ყავდეს გერმანული სისხლის,ძირითადი გუნდის 80 %პროცენტი და გუნდის კაპიტანი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დებს გუნდი საუკეთესო შედეგს ძალიანაც გამიხარდა ჰაინკენსის დაბრუნება გუნდში ისევ გერმანულ მანქანად აქცია.გუარდიოლა გენიოსია მაგრამ მინც გერმანელებს ვანიჭებ უპირატესობას ბაირნში სულ სხვა ენერგიით და აბსოლუტურად სხვა თამაშს თამაშობენ . აი ანჩელოტი ვაბშე გუნდს ანგრევდა.
ერთადერთი ანჩეს მოყვანა მაშინ რატომაც გამისწორდა იყო ის რო ლიგის მოგების ექსპერტია კაცითქო და უეჭველი ველოდი დაჟე პირველივე სეზონში წარმატებას. იქ შეიძლება მსაჯობის ბრალიც იყო, მარა თამაშის ხარისხიც არ ვარგოდა შარშან რეალთან. ეს სეზონი კიდე ისე დაიწყო ლიგას ვინ ჩივა ბუნდესლიგის ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდს დაამსგავსა. გვარდი მაართლაც გენიაა და ამას სიტიშიც ამტკიცებს, პროსტა ბავარია არ იყო მისი გუნდი და არც იქნება არასდროს. დალშე ჰაინკესი რო წავა უკვე უფროსობაც იმმ აზრზეა რო გერმანელი იქნება უეჭველი ახალი ტრენერი
ლიგას დადებენ ძმები
ეგ თუ ქნეს და ჰაინკესის ძეგლი უნდა დადგან ალიანს არენაზე