სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:02 | 21.02.2018 | ნანახია 4746 - ჯერ

ძვირადღირებული შეცდომა (+VIDEO)

“ბარსელონა” ის გუნდია, რომელსაც ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი ჰყავს, ხოლო ინიესტა და მესი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც შეცდომას არ პატიობენ. ანდრეას კრისტენსენის შეცდომა “ჩელსის” მთელი შრომის წყალში ჩაყრად დაუჯდა. თუმცა, იქამდე ძალიან მაგარი 75 წუთი ითამაშა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს იყო ორი სხვადასხვა ფილოსოფიის გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც ბოლო პერიოდში ევროპულ ფეხბურთს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქეს. ახლა კი, უფრო იყო ორი მთავარი მწვრთნელის ტაქტიკური ჭიდილი, რომელშიც ყოველი დეტალი წინასწარ გახლდათ გათვლილი. “ბარსელონა” ბურთს ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტებს “ჩელსი” ჰქმნიდა. თუმცა მწირი რაოდენობით. ისე, მხოლოდ ვილიანი აქტიურობდა მეტოქის კართან და შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მასპინძლებს ბევრი საფრთხე არ შეუქმნიათ სტუმართა კართან. პირველ ტაიმში ასეთი სულ ორი ეპიზოდი იყო და ორივე ძალზე რეალური. ვილიანმა ორჯერ გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბრაზილიელს ფატალურად არ გაუმართლა – ორჯერვე ძელმა მოიგერია ბურთი და თან ისე, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კარის გადარჩენის მინიმალური შანსიც არ ჰქონია. საპასუხოდ, “ბარსა” ვერაფერრს აკეთებდა. ლონდონელები ნახევარდაცვასა და დაცვაში ძალზე მჭიდროდ მოქმედებენდენ და ლიონელ მესი თამაშით ფაქტობრივად გამოთიშეს.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდნარეობდა. თითქოს, ერნესტო ვალვერდე თანახმა იყო უგოლო ფრეზე და სხვათა შორის, ანტონიო კონტეც. მეტიც, იტალიელისთვის მთავარი იყო გოლის არგაშვება და ეგებ შეტევაში რამე გამოვიდესო! გამოვიდა კიდეც და ვინ თუ არა, ვილიანი... ბრაზილიელმა მესამე ცდაზე იდეალურად დაარტყა და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გაიხსნა. ვილიანმა იმდენად ფანტასტიკურად დაარტყა, რომ მეკარე ვერც გაინძრა. ან რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერ აიღებდა. სხვათა შორის, ვილიანმა ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოს გარედან მეექვსე გოლი გაიტანა და ეს ბოლო 4 წელიწადში საუკეთესო შედეგია. ბრაზილიელმა კრიშიანუსა და ნეიმარს გადაასწრო. მოკლედ, “ჩელსიმ” ანგარიში წაიყვანა და უფლება რომ ჰქონოდა, კონტე იქვე დაასრულებდა თამაშს, მაგრამ მისდა საუბედუროდ წინ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. და მაინც, “ბლაუგრანა” შეტევაში ფაქტობრივად უმოქმედოდ ყოფნას აგრძელებდა და ერთადერთი გამოსავალი ჩანდა – “ჩელსის” უნდა გამოეგონებინა მომენტი საკუთარ კართან. ასეც მოხდა. კრისტენსენმა გაუგონრად ცუდად ითამაშა (იქ პასი არ კეთდება), არაზუსტი გადაცემა გააკეთა, სესარ ასპილიკუეტამ ანდრეს ინიესტას ვერ დაასწრო, ხოლო “ბარსას” კაპიტანი ასეთი სიტუაციაში რაღა თქმა უნდა, შეუდარებელია: მესი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა. მოკლედ, “ბარსელონამ” გაათანაბრა, ხოლო ლიონელმა “ჩელსისთან” შმრალი სერია როგორც იქნა, მეცხრე ცდაზე დაასრულა. იქამდე ხომ ბევრი არაფერი ხდებოდა და დარჩენილ 15 წუთში არც არაფერი შეცვლილა. გუნდებმა ასე დაშორდნენ ერთმანეთს და სამი კვირის შემდეგ უკვე მეორე სერიას გაითამაშებენ. ვნახოთ, წესით იქ სხვა ხასიათის თამაში უნდა წავიდეს.

იქამდე კი, “ჩელსი” ბევრს ეცადა “კამპ ნოუზე” კარგ სიტუაციაში ჩასულიყო, მაგრამ ამაოდ, ხოლო “ბარსელონამ” თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმისგან მაქსიმუმი მიიღო.

“ჩელსი” – “ბარსელონა” 1:1 (0:0) VIDEO

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 37 741

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; მოზესი, ფაბრეგასი (დრინკუოთერი 84), კანტე, ალონსო; ვილიანი, აზარი, პედრო (მორატა 83)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო (ვიდალი 63); მესი, სუარესი, ინიესტა (ანდრე გომეში 90)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ვილიანი (62), 1:1 მესი (75)

გაფრთხილება: რუდიგერი (80), მორატა (86) - რაკიტიჩი (30), სუარესი (76), ბუსკეტსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

Loading...

კომენტარები (49)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:47 | 22.02.2018
Tifoz Di MALDINI (18623)

5 ინგლისური კლუბი თუ გავიდა მეოთხედფინალში ბომბა იქნება ;დ არადა დიდი შანსია მაგის.

03:46 | 22.02.2018
Tifoz Di MALDINI (18623)

რომას ცუანა დედა მ... ჩელსი ბარსელონა ნოუ კამპზე უფ ... სასწაული თამაშის მოლოდინი მაქვს. ჩელსი განწირული ნამდვილად არ არის. რაკიტიჩს წითელი არ ეკუთვნოდა ისე? მოურინიოს მანჩესტერი რომელიღაც სერიოზულ გუნდს გაამწარებს მჯერა.

00:48 | 22.02.2018
didier_drogba (12474)

shaxtaris wagebas ver warmovidgend partax romastan imedia shemoatrialeben tamashs

00:39 | 22.02.2018
motamashe (304)

საცოდაობაა მაურინიოს მანჩესტერის ყურება. დარწმუნებული ვარ ფერგი რომ ჩაუდგეს ხვალ მანიუს ისევ სათავეში მომავალ ტურში ისეთ ფეხბურთს ათამაშებს რაც მაურინიოს დროს ჯერ არ უთამაშია. არადა რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ეს სვარშიკი პორტუგალიელი ციგანი, ფაქტია რომ სასწაული შედეგები აქვს კარიერაში. დავიჯერო ნაადრევი სიბერე დაეწყო? ან ნიუჟელი ვერ აცნობიერებს რომ ეს ინტერი არ არის და არავინ გააჩერებს ამ ფეხბურთის შემყურე მანიუში?რავიცი რავიცი მენანება წითელი ეშმაკები ასეთი სვარკისთვის. შეჭამა სევილიამ პირველ ტაიმში ტეხავს მართლა

23:13 | 21.02.2018
gogssi (3596)

ბარსა როცა ეთამაშება ჩელსის, ატლეტიკოს ასეთ გუნდებს ვიღლები ხოლმე ყურებით. დიდი იმედი მაქვს სულ სხვა იქნება კამპნოუზე. მოუწევს ჩელსის გახსნა და ნამდვოილი ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს, რომელიც ყველა მაყურებელს რომ მოეწონება, მიუხედავად იმისა ვისი გულშემატკივარია.

23:08 | 21.02.2018
gogssi (3596)

ულაზათოდ თამაშობს ბარსა, მაგრამ შედეგიანად. ზედმეტად დაკვირვებული და ფრთხილი კაცია ვალვერდე, ასაკიდან გამომდინარე ალბათ და ალბათ საკმაო ხნითაც დარჩება ბარსაში. ყველა ფეხბურთელი აათამაშა ტიპმა გომეშიც კი მინიმუმ იმ გომეშს კი ჯობია შარშან რომ იყო. თუმცა მგონია რომ რობერტო პიროვნულად მოსწონს და სემედუს ჩაგრავს ცოტათი, მაგრამ მთავარია გუნდი სტაბილურობას არ კარგავს და როტაცია მიდის, ისე რომ ზამენიდან შემოსული ფეხბურთელი აშკარად აძლიერებს გუნდს და ისე უბრალოდ სახელის გამო არ შემოყავს.

21:37 | 21.02.2018
ani-barca (328)

https://www.youtube.com/watch?v=sfiO7Z_74fk ამ ბიჭზე რას ფიქრობთ ბარსას ფანები გაამრთლებს? მემგონი რაკიტიჩზე და პაულინიოზე ბევრად მაგარი დადგება თან ბევრად

23:00 | 21.02.2018
gogssi (3596)

იუთუბიდან კარგი ჩანს, თუმცა ანი ბარსას ნახევარდაცვაში ადაბტაცია რთული საქმეა. აგერ გომეში ნათელი მაგალითი, ამდენი ხანი ვერ ავლენს შესაძლებლობებს. მგონი არტური იყიდეს კიდეც და ტოვებენ 2019 წლის იანვრამდე, მე ზაფხულამდეც დავტოვებდი, რაც უფრო ჩამოყალიბებული მივა ბარსაში უკეთესია.

22:01 | 21.02.2018
nugo-cule (193)

თუ ჩვენია აუცილებლად დასაბრუნებელია და მომდევნო სეზონში შეიძლებ ძირითადა სკამზე მოუწიოს ჯდომა მაგრამ სუსტ გუნდებთან ითამაშებს და შეთამაშდება. და ისე რამდენი წლისაა?

22:48 | 21.02.2018
ani-barca (328)

ჯერ არაა ჩვენი მარა 99% იყიდიან, თვეებია იწერება ამაზე და ახლა დაიწერა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწეს და 2019 წლის ზამთარში დაიმატებენო, მხოლოდ 21 წლისაა ბრაზილიელია, ძაან მომწონს რასაც ვუყურებ კაი ჩანს ლიბერტატორესის თასი როა 3 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა მანდ

20:42 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

ბევრი უტყეს "კრუგები" მესიმაც, ინიესტამაც და სუარესმაც ჩელსის დაცვას მაგრამ რეალური მომენტი ერთიც არ შეუქმნიათ, ბოლოს სუარესს ცოტა აკლდა, სიმწრისგან დაეკბინა მსაჯი თუ რომელიმე მცველი. ძაან ლოგიკურად მოხდა ყველაფერი ამ თამაშში, ერთადერთი ასეთ შეცდომას შეეძლო ჩელსი ამ შეხვედრაში მოეცელა და დაუშვა კიდევაც იმ ბავშმა ის ბავშვური შეცდომა, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშში არაფრით არ დაემართებოდათ, არც ტერის და არც ივანოვიჩს, ბარსას კიდე ნეიმარის არყოფნა ასეთ თამაშებში უფრო და უფრო დაეტყობა.

19:39 | 21.02.2018
alcantara___ (13317)

სემედომ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა გუშინდელი თამაში

ბარსელონამ ისე ითამაშა როგორც მთელი სეზონია თამაშობს

გამიხსნი? ამოგავსებ
არ გახსნი და ფრეზეც თანახმა ვარ

აბა ის იყო კარგი ლუჩო რო გაუშვებდა გოლს და შემოყავდა ყველა შემტევი და 3-4 გოლს უშვებდა კიდე.

ვალვერდეს 4-4-2 არ მომწონს მაგრამ ფაქტია შედეგს დებს + გუნდი არ არის გამოფიტული გადამწყვეტ ეტაპზე.

მე მგონია ძაან ლამაზად გავა ბარსა აი ლამაზი ფეხბურთით ნოუ კამპზე მაგრამ დაველოდოთ

ვალვერდე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და 100% დარწმუნებული ვარ გუშინ მის კარნახით მიდიოდა ყველაფერი. გოლი გაეპარათ თუმცა 1-0 ზეც არ იქნებოდა განწირული ბარსა

წელს არამგონია ლიგა დადოს ბარსელონამ მარა ვნახოთ იმედი კი მაქვს მაინც

აი გაისად ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებით

21:33 | 21.02.2018
ani-barca (328)

ვალვერდე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და 100% დარწმუნებული ვარ გუშინ მის კარნახით მიდიოდა ყველაფერი.

+1

20:00 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

გაუმარჯოს როგორ ხარ?სპორტში ჩახედული ხალხი დაგვაკლდით ფორუმზე.ზუსტად ფორმაში მყოფი კოუტინიო აკლია ამ გუნდს თავისი თავი თუ იპოვა ბრაზილიელმა ბარსაში ძაან ძაან ძლიერი გუნდი შეიკვრება.შტეგენი ასეთ მაგარ ფორმაში არასოდეს ყოფილა პიკე უმტიტი ალბათ ერთერთი საუკეთესოა დღეს ალბა სემედუ ფლანგებზე მშვენიერია ინიესტა კოუტინიო ბუსკეტსი დემბელე მესი სუარესი იდეალური გუნდია.სკამის გაძლიერებაა საჭირო

20:04 | 21.02.2018
alcantara___ (13317)

კარგად შენ როგორხარ?
წელს შეთამაშების წელია ესე რო ვთქვათ. ნეიმარის წასვლის მერე დაბალანსდა გუნდი. რომ არა ვალვერდე წელს უკვე დაკარგული გვექნებოდა ყველა ტიტული. ამ შემადგენლობითაც კი.
გაისად მემგონი დამანგრეველი გუნდი უნდა იყოს ბარსა. კოუტინიო ცუდია რო ზამთარში დავიმატეთ გუშინდელ შეხვედრაში გამოგვადგებოდა 1-2 მაინც გაისვრიდა შორიდან

20:11 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მეც კარგად საფეხბურთო ოპტიმიზმს მიჩენს კლოპი.კი ჯერ დემბელეც არ ყოფილა საქმეში გუნდი პრიმერას ჩემპიონი დიდი ალბათობით ხდება ვალვერდეს პლუსზე ნაღდად მიანიშნებს.

19:34 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ლიგის მეოთხედფინალები მაინტერესებს მაგრად რა წყვილები ჯდება მივუდეს ნებისმიერი კლოპი იხევს გერმანულზე

20:08 | 21.02.2018
Magician (206)

ცოტა თამამი ნათქვამია მზად არის "ლივერპული" გრანდებს "ეჭიდავოს"?

20:12 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ლივერპული გრანდი არაა?არავისთან ჭიდილი არ გვჭირდება ლუვერპულს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია

21:23 | 21.02.2018
Magician (206)

კი, "ლივერპული" გრანდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე არიან მასზე ძლიერი გუნდები და შენი ნათქვამი, რომ "ლივერპულს" ყველას დამარცხება შეუძლია, ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ბევრად ნაკლები შანსები ექნება "ბარსელონასთან", "რეალთან", "ბაერნთან" და ა.შ. გამოდის, რომ ნებისმიერ გუნდზე შეიძლება თქვა, რომ სხვა ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, რაც გარკვეულწილად მართალია, მაგრამ დღევანდელობიდან გამომდინარე ვსაუბრობ.

22:45 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ფავორიტი კი ბარსაც რეალიც და პსჟც იქნება ლივერპულთან მაგრამ დაძაბული საინტერესო თამაშები იქნება ბრძოლა

19:34 | 21.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ბარსელონა აუცილებლად გავა შემდეგ ეტაპზე უმაღლესი კლასის გუნდია და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტიცაა ბოლობოლო მესია გუნდში მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ეს გუნდი წელს ლიგას ვერ მოიგებს.თავის წარმატებულ ტაქტიკას ინერციით მიყვება ვალვერდე კი შედეგს ჯერჯერობით დებს მაგრამ შემდგომ ეტაპებზე დიდი ცვლილებები მოუწევს უფრო ჭკვიან ძლიერ მწვრთნელებთან მოუწევს ჯახი.ვალვერდეს მარტივი შედეგზე ორიენტირებული ტაქტიკა ალბათ იმითაც არის გაბპირობებული რო სკამი აქვთ სუსტი ესპანელებს.პლუს ამას პაულინიო საშინელებაა რაკიტიჩი მეტს ვერ იზავს არაა ეს კაცი ტოპ კლასი ბუსკეტსიც ბევრ შეცდომებს უშვებდა გუშინ მათი მინუსები ინიესტამ დაჩრდილა მთლიანად.პაულინიო რაკიტიჩი ლას პალმასთან შეიძლება თავის საქმეს იდეალურად ასრულებენ მაგრამ ჩელსისთან კონტეს პრესინგი ჩაირთო თუ არა ეგრევე აკანკალდნენ.მოკლედ კრეატივის მაგგვარი აკლდა ამ გუნდს მესი ინიესტა ლიგას ვერ მოიგებს ეს კრეატივი კაცი ლიგაზე ვერ თამაშობს გასაგები მიზეზების გამო არ ჯობდა დარჩენილიყო წელს და გუნდს ლიგაზე გამოდგომოდა მარა ყ რო იქნები მორჩა

18:52 | 21.02.2018
diadimaestro (1996)

ძაან სუსტი იყო გუშინ ბარსა.2012 წელს ჩელს თავზე დაახია ბურთი როგორც ლონდონში ისე ნოუ კამპზე იქ უბრალოდ უიღბლობას სასწაულ უიღბლობას ქონდა ადგილი.მე ასეთი უფანტაზიო ბარსა დიდი ხანია არ მინახია.მთავარი მინუსი მაინც მესის ინერტულობა მგონია.რაც მისი გუნდელების დამსახურება მგონია.მესის პეპის დროს ყავდა რამდენიმე იგროკი რომელთაც განსაკუთრებულად უწყობდა.მაგალითად ალვეში თუნდაც პედრო.თან უკვე 31 ს ხდება და იასნიად რაგაცეებსი მოკლებული აქ.გუშინ ტიპმა ერთხელაც არ აიღო ინდივიდუალურად თავი თავზე თამაში.მცდელობაც არ ქონია.აი 2012 წლის თამაში ვისათც გახსოვს რომ შეადარო სად უფრო დადო დონე ლეომ მაშინ ლონდონში თუ ახლა?

17:37 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

Beka-1991 (295) თუ ამ ბავარია სიტისთან უნდა ავარჩიოთ ბარსას მეტოქე მე მაინც სიტის ვისურვებდი, მეტალიტეტი მაინც თავისას სვება ბავარიას გრადის მეტალიტეტი აქვს და არცერთ გუდთის არეშინიათ სიტი რაცარუდა მაგარ ფორმაში იყოს მაინც ჯერ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ვერ არიან იმ დონეზე რასაც გრადი ქვია, თორე ფორმიდან გათვალისწინებით სიტი დგეს ზაან ზლიერად გამოიყურება მაგრამ ეს ლიგაა და თან პლეიოფები სადაც გამოცდილება და ფსიქოლოგიური მდგომარება ბევრს ნიშნავს ;

17:36 | 21.02.2018
დურანტულა (6334)

შანსებს რაც შეეხება,ბარსელონა ის გუნდი არაა 0-0ზე გამოვიდეს.ჩელსის თავის შანსი კამპნოუზე აუცილებლად ექნება და გაიტანს კიდეც ამაში დარწმუნებული ვარ.სახლის ფაქტორიდან გამომდინარე მაინც ბარსელონაა ფავორიტი,თუმცა როგორც ხატავენ ისე არა.

19:26 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

0 0 არ გამოვა ბარსა მარა არც უკან მოუხედავად შეუტევს, მითუმეტეს ჩელსის აქვს გოლიგ ასატანი და გახსნა მოუწევს,
ჩელსის თუ თავის შანსი ექნება და გაიტანს ბარსლონა ტყემალს მოკრიფავს მაგდროს? მითუმეტეს შეტევაში წასულ ჩელსისთან?

18:49 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

გეთანხმები

17:48 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

გეთანხმები

17:40 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

0 0 არ გამოვა ბარსა მარა არც უკან მოუხედავად შეუტევს, მითუმეტეს ჩელსის აქვს გოლიგ ასატანი და გახსნა მოუწევს,
ჩელსის თუ თავის შანსი ექნება და გაიტანს ბარსლონა ტყემალს მოკრიფავს მაგდროს? მითუმეტეს შეტევაში წასულ ჩელსისთან?

17:42 | 21.02.2018
დურანტულა (6334)

მეც ვაღიარებ ,ფავორიტია.მარა უშანსოდ ჩელსი არ იქნება ანუ,როგორც ზოგი კულე ხატავს...

19:27 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

უშანსოდ როგორ იქნება წყნორის მილანი ხოარაა ჩEლსია, ერთერთი პრემიერლიგის საკუეთესო გუდი

17:34 | 21.02.2018
დურანტულა (6334)

მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება ბარსელონამ რა ჭამა დემბელეთი. 150 მილიონს რომ იგროკში გადაიხდი და 5 თვეში 8 თამაშს ითამაშებს,თან ისე რომ იმ 8 თამაშშიც 1 ღირებული არაფერი გაუკეთებია. საძებნელი ჰყავთ ვიღაცა ისევ.პროსტა 150 მილიონი გადაუვარდათ წყალში.

17:42 | 21.02.2018
ani-barca (328)

1 სეზონისთვის კი არ მოუყვანიათ დემბელე ჯერ 20 წლისაა უფრო მომავლის ტრანსფერია

17:45 | 21.02.2018
დურანტულა (6334)

150 მილიონს რომ იგროკში იხდი რა მომავალზე და წლების მერე თამაშზეა საუბარი? მაგათმა ის ვერ გათვალეს 21 წლის იგროკი ,ჯერ ჩამოუყაიბებელი და ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი რომ იქნებოდა ამხელა გამოწვევისთვის,+ტრამვები,70-80 %-ით დემბელი იმის ნახევარსაც ვერ ითამაშებს,რის გამოც ამხელა თანხა გადაიხადეს.

17:47 | 21.02.2018
ani-barca (328)

105 გადაიხადეს ჯერ ერთი 21 ის არაა 20ისაა, ტრავმამ შეუშალა ხელი იმაში რო შეწყობოდა გუნდს, შენთვითონვე დაწერე 8 თამაში ითამაშაო და რაღას თხოვ 20 წლის ნახევრად ბავშვს, ბარსაში გადახვიდე 20 წლის 4 თვე ტრავმის გამო გამოტოვო და ამის მერე იფრინო ეგრევე?

17:49 | 21.02.2018
ani-barca (328)

დიდი ფული აიღეს და გამოცდილ და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს ვერ ყიდულობდნენ იმ 1 თვეში ამიტომ რისი შანსიც იყო ის იყიდეს მე თავიდანვე ვამბობდი რო წელს ვერ იფრენსთქო და მითუმეტეს მაგის მერე 2 ტრავმა მიიღო და ჯერ წეისვრად არც უთამაშია რო შეეწყობა გუნდს, მოუმატებს ფიზიკურად და უფრო დაღვინდება აი მერე დარწმუნდები რო 105იც ღირდა და 200იც

17:39 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

და რატო გადაუსვით ამ დებელეს ხაზი ზაან მაიტერესებს? ჯერ ახალგაზრდა თან ამხელა გრადში წელს გადმოვიდა და ისიც ტრავებმა შეაწუხეს და ვსიო ხაზი გადაუსვით უვკე, ნეიმარზეც ანალოგიური სიტვაცია იყო როგორც მახსოვს მარა მეორე სეზონიდან რაც ქნა კი ნახეთ ყველამ

17:43 | 21.02.2018
დურანტულა (6334)

5 თვეა 8 თამაში თამაში ითამაშა და ღირებული ვერაფერი. რავიცი ,ვნახოთ,მარა კაი პირი არ უჩანს.ნდობაც არ აქვს ვაფშე და არ გამოვრიცხავ,ეს დონეც დაკარგოს რაც აქვს.

17:21 | 21.02.2018
MARGVELI (1609)

მთელი სამესეთესი დაირაზმება პსჟ-რეალის მატჩისთვის წავა ერთი სანთლების ანთება, შელოცვები, მეტაიები, როგორმე რეალი გამოვარდეს და რონალდომ გოლი არ გაიტანოს.
რამდენს წვალობს ეს ბარსა და მესი და რონალდო მაინც კლავს რასაც ქვია
ლალიგაშიც ჩახდის გოლების რაოდენობით, ლიგაზე აღარც არის საუბარი და თამაშის ხარისხით და გუნდისთვის მნიშვნელობით ხო საერთოდ.
ერთხელ დაარტყა ჩელსის კარში და ატყდა ერთი ამბავი, დანარცენი ყველა ორთაბრძოლა წააგო, ყველგან ბურთს კარგავდა მაგრამ ეს რონალდოს აჩრდილი ხომ არ ასვენებს სამესეთს

20:05 | 21.02.2018
Magician (206)

აღარ დამაწყებიმო დავა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა და რონალდო ვერ სჯობს

16:31 | 21.02.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ისე ბარსამ ნეიმარის გაშვებით ლაზათი კი დაკარგა, მაგრამ უფრო პრაგმატული და კონცენტრირებული რომ გახდა ეგეც ფაქტია. ჟღალწვერა "ცუცქნა ბიჭი" უმაღლეს კლასს აჩვენებს.
დიდებული სეზონი გამოსდის ლეოს - ლა ლიგას დიდი ალბათობით "პიჩიჩის" საწებელით მიირთმევს, თასზე ბოლოშია გასული, ლიგაზე აგერ ერთი მოიქნია და დიდ პრობლემებს აარიდა ბარსა განმეორებით შეხვედრაში.
იქ ეკვადორში ჩაატარა და არგენტინა მსოფლიოზე შეაძვრინა. მოკლედ, ლიდერობს კაცი 100 პროცენტით.
და რაც ყველაზე მეტად მიხარია, ამ ყველაფერს დიდ ენერგიას არ ახმარს

16:40 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

რაც ყველაზე სასიხარულო გამოდის ისარის კიდე მაგას დამატებული რო რაც დაუზლველი იყო ვითომ და აქამდე მესისთვის ყველაფერი დაზლია, ბუფონი, ჩეხი ჩელსი და იმედია მსოფლიოსაც დაზლევს და თას აიღებს

16:41 | 21.02.2018
Magician (206)

ნეტა, მასე მოხდეს, ნეტააავ

16:38 | 21.02.2018
Magician (206)

დიდი ენერგია მოახმარა უკვე მესამე შვილს :დდ ეგ როგორ დაგავიწყდა, კორბენ :დ

16:18 | 21.02.2018
Magician (206)

2 ინგლისურ კლუბს, "ლივერპულსა" და "სიტის" განაღდებული აქვს შემდეგი ეტაპის საგზური...დარჩენილია "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "იუნაიტედი"...მგონია, რომ 5 ინგლისური გუნდი ძალიან ბევრი იქნება შემდეგი ეტაპისთვის და ამიტომ რომელიმე (1 ან 2) უნდა გამოეთიშოს ჩემპიონთა ლიგას

16:28 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

მაგ ლოგიკით მივყვები მეც და იმედია ერთი ცელსი იქნება მაგ გამოთიშული გუდებიდან, მეორე ალბათ თუ გამოეთიშება ალბათ ტოტე, მარა ისეთი უპირატესობა აქვთ საკუთარ კედლებში ზაან გაუჭირდება იუვეს მაგათი გამოტიშვა, სევილია რისი მაქნისია დგეს გამოჩდება

16:31 | 21.02.2018
Magician (206)

ჰო, მეც მასე მგონია, რომ ინგლისური კლუბების ავტორიტეტის ამაღლებას "ცდილობენ", მაგრამ უკვე დროა "დაიცხრილოს" ეგ ამბავი. "ანდალუსიელები" არ მგონია, რომ რამეს გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე გადააბეს 3 მოგება, მაგრამ ამ "მანჩესტერისაც" ვერაფერი გავიგე :დ მართალი ხარ, დღეს გამოჩნდება, ვინ რამდენად ძლიერია :დ

16:40 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ჩელსი მე მაგალითად 90% გაგდებული მგონია. ჰანდიკაპით ველი ბარსას გამარჯვებას. მანჩე უნდა მიყვეს უკან კიდე, ერთი პატარა სენსაციის მაგვარი ხო უნდა მოხდეს მერვედფინალში

16:43 | 21.02.2018
Magician (206)

ვითომ? საინტერესო რამეს ამბობ დრო ხომ არ არის "პსჟ" მოიგოს ჰანდიკაპით? :დ მაინც "მანჩე" მგონია.

16:46 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

პსჟ არ მიხსენო, ცხოვრებაში პირველად რეალს ვუბალეშიკე მაგენთთან

16:49 | 21.02.2018
Magician (206)

როგორც სულითა და გულით კულე, "რეალს" ვერ ვუგულშემატკივრებ ვერასდროს :დ მაგრამ ოდნავ კი გამეღიმა, როცა მოიგეს "გალაქტიკოსებმა"

16:52 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

მე კი ვიცინე კარგაად არ არიან ღირსები პარიზელები მეოთხედფინალის. რაც მაგათმა სატრანსფერო ბაზარზე აკეთეს ჩემთვის და ალბათ შენთვისაც მისაღები არაა

16:56 | 21.02.2018
Magician (206)

რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და მაგ დროს ვიტყვი ხოლმე, ფულით "ნაშენები" გუნდი არ არის ტიტულის ღირსი :დ ნუ, ჩემპიონთა ლიგის :დდ საფრანგეთის ჩემპიონატს ისედაც მოიგებდნენ :დდ მაგრამ მაგ ლოგიკით "სიტი" არ არის ფულით "ნაშენები"? :დ მაგათთვის მემეტება ჩემპიონთა ლიგა :დდ

17:03 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

სიტის გვარდის ხათრით მთლად ასეთები არ გაუკეთებიათ მაგათ რასაც ესენი შვებიან. ტიპებმა ნახევარი მილიონი დახარჯეს ერთ თვეში თითქმის

17:05 | 21.02.2018
Magician (206)

მილიარდი უნდა გეთქვა, ალბათ :დ ნუ, ჰო, გვარდის ხათრით

16:14 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

Beka-1991 (280)
რა გულუხვი ხარ ზმა სიტისთვის არც მე მიდა ჯერ ბარსა და არც ბავარიისµთვის ცოტა იქნება გაუმართლოს და შედარებით იოლი გუდი მიდა მეც ბარსასთვის მეოთხედ ფინალში,
ბავაარია დაეჯახოს სიტის ჯობია მერვედფინალში ისედაც ვარჯიშით გადალახეთ და

16:18 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

კაკრას იქეთ სიტიც ვარჯიშობს ხო ?

16:22 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ხო ორივემ ვარჯიშით გადალახა მერვედ ფინალი, ბარსას კიდე აწინ აქვს საბრზოლი კიდე და დარწმუნებით ვერაფერს იტყვი გავლენ თუ არა, უბრალოდ უპირატესობა აქვთ და იმედია გამოიყენებენ კიდევაც,
აი მეოთხედ ფინალში მერვედ ფინალში დასვენებულმა გრადებმა ერთმანეთი უნდა გამოცადონ ჩემიაზრით ლოგიკური იქნება თან ზაან საიტერესო იქნება გვარდიოლას სიტის და ბავარიას დაპირისპირება, სანახაობრივი თVალსაზრისითაც და კოკურეციის თVალსაზრისითაც

16:30 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ნუ რეალს მგონია რომ ადვილს გამოუძებნიან ვიღაცას, ბარსაზე ეჭვი მეპარება, ვფიქრობ სიტი ბარსა ბაიერნიდან ორი ერთმენეთს შეხვდება. ნუ გვარდის დიდი სიამოვნებით დავააჭიდებდი ბიჭებს, მაგრამ ნახევარფინალში. იქიდან უყვარს გამოვარდნა პეპს

16:34 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ხო რეალს ალბათ რომა შახტარიდან გასულს დატაკებენ , ბარსას თუ მადამაინც და ზლიერი გუდი უნდა შეხვდეს შეხვდეს მაშინ სევილია მაჩესტერიდან გასული და ბავარიისთვის დამითმია ტოტეხემი იუვე ან სიტი ლივერპული

16:38 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

მანჩე რად გინდა, იქ უარეს ავტობუსს დააყენებს ჟოზეფინა ლივერპულის გარდა იყოს ჯანდაბას ნალუბოი. კლოპსაც ვბალეშიკობ იქეთ

16:42 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ხო მარა ჩEლსიმ იცის ბარსას როგორ ეთამაშოს უვე ამტიცებს ამას წლებია, აი მაჩესტერს რადენად გამოუვა იგივე ეგ უკვე საკითხავია

16:50 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

მასე არც ინტერმა არ იცოდა მაგრამ იმ გამოთაყვანებულის ხელში რაც ქნა კი ვნახეთ

16:37 | 21.02.2018
Magician (206)

"ბაიერნმა" და "სიტიმ" ისე გაილაღეს, რომ დროა ან ერთმანეთს შეხვდნენ ან რომელიმეს ტოპ-კლასის გუნდი "დაეჯახოს". ერთმანეთს შეხვდნენ, მირჩევნია :დდ

16:42 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

სიტი ბარსაა დაიმაახსოვრეთ

16:45 | 21.02.2018
Magician (206)

"ბარსელონას" დასვენება სჭირდება მაგრამ ეგ თამაში მეც ძალიან მაინტერესებს

16:49 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

სამი კვირა უწევს და არ ეყოფა დასასვენებლად??

16:53 | 21.02.2018
Magician (206)

ახლა გადავავლე თვალი მეტოქეებს თვალი "ლა ლიგაში" "ხირონა", "ლას-პალმასი", "ატლეტიკო" და "მალაგა", სანამ "ჩელსის" შეხვდებიან :დ ბოლოადგილოსანი "მალაგა" სახლში თავს შეგვაკლავს და დაღლილები იქნებიან :დ ამიტომ, უკვე/თითქმის ჩემპიონობაგანაღდებული "რეკორდმაისტერისთვის" მომინდვია ეგ საქმე :დდდ

17:05 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ჩვენ ვბჭობთ და ღმერთი იცინის. თუ დაატაკა ბავარია ბარსელონა მერე ნახე შენ. ისე რომელთან გირჩევნია მაინც ჭიდილი, გერმანელებთან თუ სიტისთან?

20:06 | 21.02.2018
Magician (206)

სიმართლე გითხრა, "ბაიერნი" თუ საშიშია.

16:14 | 21.02.2018
Magician (206)

"კამპ ნოუზე" მაინტერესებს "არისტოკრატების" სათამაშო სტილი...იგივე ტაქტიკით ითამაშებენ თუ გახსნიან თამაშს? ოდნავი თამაშის გახსნა "ბარსელონასთვის" "შვება" იქნება, მაგრამ ვნახოთ, კონტე რას ფიქრობს.

16:20 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ფაქტია თამაში უნდა გახსნან გოლიაქვს გასატანი რაც ბარსელონას აზლევს ხელს,
მითუმლეტეს თავიდან ბარსა ყრუ შეტევებით არმოიკლავს თავს და სრულიად ბურთის კოტროლზე გადაიტანებენ ყურადგებას,
ჩელსი კიდე თამაში უნდა გახსნას რადროსაც სუარესს და მესის ხელფეხი გაეხსნება,

16:23 | 21.02.2018
Magician (206)

გუშინ "ბარსელონას" 778 ზუსტი პასი ჰქონდა, მაგრამ რა ხეირი დემბელეც უნდა შევიდეს ფორმაში, თუ ტრავმა არ მიიღო ისევ :დ

16:58 | 21.02.2018
Magician (206)

825 ჰქონიათ, ბოდიში :დ

16:26 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ხოდა მაგია მერე მაგდენი ზუსტი პასი რო ქოდათ და მთელი გუდით უტევდენ მაგ აგარ განმეორდება ბარსელონაში, მითუმეტეს წელს ბარსა შედეგზე უფრო არის ორიეტირებული ვიდრე შეტევებზე

16:33 | 21.02.2018
Magician (206)

კი, კი, მართალი ხარ მესის გოლმა გააჩუმა ბევრი "ჩელსისთვის" არ აქვს გატანილიო :დდ

16:19 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ოდნავ მაინც გახსნიან, სხვა გზა არ აქვთ

16:22 | 21.02.2018
Magician (206)

მორატა/ჟირუ - აქედან რომელიღაც დაიწყებს ძირითადს...მაგრამ რა იცი, იქნებ ისევ კონტრშეტევებზე ითამაშონ სტუმრებმა. მეც მასე ვფიქრობ, რომ ოდნავ გახსნიან და ისეთი "ავტობუსი" არ იქნება, როგორიც გუშინ იყო.

16:23 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

კოტრშეტევებზე რო ითამაშონ ჩათVალე რო ბა

16:25 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ჩელსიმ რო ისევ კოტრშეტევებზე ითამაშოს და დაცვიდან ჩათვალე ვაფშე შანსი არექნებათ იმიტო რო ამ სეზონში ბარსას თამაშეს თუ ადევნებ თვალს მიხვდები რო არც ბარსა მოიკლავს თავს მთელი გუდით შეტევაში გადასვლით, ზაან მშვიდათ დაიწყებენ ცეტრში ბურთის კოტროლს, და ზან მშVიდათ დაელოდებიან თავის მომეტს,

16:28 | 21.02.2018
Magician (206)

კი, ყველა თამაში ნაყურები მაქვს, მაგრამ ბურთის კონტროლიც ხანდახან ძალიან "ზედმეტად" მოსდით და მანდ უშვებენ შეცდომას

16:31 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ხოდა ესპანეµთის გუდებთან აღარ ქოდათ აბოლოდროს იდეენად მაღალი პროცეტი ბურთის ფლობის ბარსას როგორც მანადე და არამგონია ჩელსისთან ისევ ზველი შეცდომები დაუშVან, თან ფსიქოლოგიურადაც უკეთესად იქნებიან უპირატესობიდან გამომდინარე,

16:35 | 21.02.2018
Magician (206)

შენს პირს შაქარი, მეგობარო

16:09 | 21.02.2018
სირცხვილია ბიჯო სირცხვილია (2)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

16:04 | 21.02.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ჩელსის ბევრი რამის გამო ვცემ პატივს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აბრამოვიჩის ეპოქის დაწყებიდან მალევე მოიშორეს "ფულის ტომრის" სტატუსი და სწორ მენეჯმენტს მიაწვნენ.
ასევე იმიტომ, რომ სწორედ მათ მოახერხეს პირველად და ფეხბურთის სამშობლოს დედაქალაქს ჩემპიონთა თასი მოუპოვეს, რითაც ლონდონის როგორც საფეხბურთო ქალაქის რანგმა უფრო მაღლა აიწია.
და იმიტომაც, რომ "არისტოკრატებმა" 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბთან თამაში ხუთიანზე იციან.

15:33 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

ჯიგრებო ვინმემ თუ იცით მითხარით, ვილიანმა რომ ტერშტეგენის "შტანგებს ურახუნა" ისინი კარში დარტყმად ითვლება თუ არა? სუფთა საფეხბურთო სტატისტიკის ამბავში ვკითხულობ.

15:53 | 21.02.2018
ოგრეიდი (92)

რასაც მემარე არ იღებს ყველა კარისკენ ითვლება. მეკარე უნდა შეეხოს. კარშიც რო მიდიოდეს და მცველს მოხვდეს , კუთხურზეგადავარდესეგეც არ ითვლება კარში დარტყმად

15:56 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

კარში რომ მიდიოდეს და მცველს მოხვდეს ეგ გასაგებია, მაგრამ ძელს მოხვდა.

15:42 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

კომენტატორებმა როგორც აღნიშნეს გუშინ არ ითვლება

15:54 | 21.02.2018
თორღვა პანკელი (1040)

Beka-1991 მადლობა, არ ვიცი რაზე დაყრდნობით ასკვნიან ამას, თუ უბრალოდ მათი აზრია, ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვუყურებ ამათ აზრს, რატო არ უნდა ითვლებოდეს კარში დარტყმად, ძელი კარის ნაწილი არ არის?

16:00 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ანუ კარში დარტყმები გამოაცხადეს და ის ორი ძელი არ შედიოდა კარში წასულად და ზუსტად მაშინ თქვეს. ისე წესით მართლა უნდა ითვლებოდეს კარში წასულად, მარა რას გაუგებ მაგათ

15:08 | 21.02.2018
middlesbro (687)

kontem ver moigo es tamashi. pedros araferi gauketebia da tipi titqmis bolomde atamasha. bolos giruc sachiro iyo mara arc eg shemoiyvana azati flangze gadadioda da centri tabisufali rcheboda

14:55 | 21.02.2018
ბარსა La Albiceleste (5216)

და კიდევ ერთი, როგორ ვინატრო რაკიტიჩის ტრამვა, რომ მისი სიცოდავეს აღარ უყურო მინდორზე. აწიე რობერტო და ლატერალად სემედო დააყენე, ამაზე კაის ვერ იზამენ ვერაფერს

14:50 | 21.02.2018
ბარსა La Albiceleste (5216)

emigrant 77 გასაგებია რომ იდიალური თამაში არ უთამაშია ბარსას რიგი მიზეზებისდაგამ (ჩამოთვლა მეზარება გეცოდინება), ისიც გასაგებია რომ ვილიანის ძელების დროსაც გაუმართლა ბარსას, მაგრამ ჩელსიმ თამაში როგორ აჯობა ? ანუ ხომ ყველამ იცოდა ჩელსი როგორაც ითამაშებდა ? ბუსკეც რომ ვილიანი გაასწრებდა (უხეშად რომ ვთქვათ) და აზარი რამე მომენტს შექმნიდა ეს მოულოდნი იყო ? ჩელსის გამოთვიშა თამაშიდან ისე რომ მომენტი არ შეაქმნევინო გამორიცხულია გინდ ბარსა იყოს გინდ რეალი და გინდ ბაიერნი და ამას ისტორია გვასწავლის მითუმეტეს ამაზე ძლიერი ბარსა მოინელებია)) პირიქით ძაან კაი ყველასთან იყოს ჩამოწერილი ბარსა ამაზე კაი რა გინდა ?)) ვალოდიზე ერთადერთი სასაყვედურო მხოლოდ სემედოზე მაქ, ძაან ჩაგრავს და იმედია კამპ ნოუზე ეგ იქნება ფლანგზე მისი რეაქტიული სისწრაფე და დაცვაში ბევრად უკეთესი თამაში დაგვჭირდება ))

14:40 | 21.02.2018
Roark (1353)

1:0 უნდა დამთავრებულიყო.ახალგაზრდაა ისწავლის მარა რაღა აქ დაუშვა შეცდომა სადმე პრემიერლიგაში დაეშვა თუნდაც მანჩესტერთან

14:38 | 21.02.2018
drogba. (31)

mesis rac sheexeba davrwmundi ramdenad zarmacic ar unda iyos da mteli tamashi ro idges imdenad nichieri da klesni ert rames gaaketebs da yvelapers tavis adgilze daayenebs rogorc gushindel matchshi barsas gols araperi moaswavebda romara mesi

14:30 | 21.02.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

70 პროცენტით გაგდებულია ჩელსი.მერე ვნახოთ ვინ შეგვხვდება

14:21 | 21.02.2018
ბარსა La Albiceleste (5216)

ნუთუ ამ დონეზეა ჩამოწერილი ბარსაა ?! ძალიან კაიი ))

14:30 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ესეც ბარსას სიდიადეზე მეტველებს ლოდონიდან 1 1 აგარიშით წამოვიდენ და მაინც უკმაყოფილოები არიან,
ჩელსის სEცდომის ხარჯზე გაუტანიათ გოლი, არადა მთელი თამაში ჩელსი მაგ სეცდომების ხარჯზე თამაშობდა 11 ფეღბურთელით დაცვაში

14:19 | 21.02.2018
emigrat77 (1065)

ყველა ტურნირის ჩათვლით გუდს ერთი თამაშიაქვს წაგებული აქამდე და იმას წერთ კიდე რო მეოთხედ ფინალია ბარსასთVის საბოლოვო?
ჩელსისთან თამაშით რატო აკეთებთ დასკვნებს? ის არგიფიქრიათ ჩელსისთან ფსიქოლოგიური მომეტი რო აქვს გუდს?
ჩემიაზრით გუშიდელი თამაში ფსიაოლოგიური სიტვაციიდან გამომდინარეც იყო, მითუმეტეს კიდე ჩEსლი ალბათ ბარსასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა ისტორიაში, ეგარის და ეგ, იგივე თამაში მიდიოდა პაჩტი გუშინაც როგორიც იყო აქამდე ნათამაშები თამაშები ჩEლსისთან , ბურთს ბარსა აკოთროლებს ჩEლსი კოტრშეტევებზე ქმნის მომეტებს,

15:00 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

აშკარაა რომ ჩელსიისთან მართლაც ფსიქოლოგიის ბრალია რომ ვერ თამაშობენ. მომდევნო ეტაპებიდან აშკარად უფრო საშიში იქნება ბარსა. იმედია სიტის დაეჯახებით, ამ ეტაპზე ბავაარიას არ მინდა რომელიმე შეხვდეს

14:13 | 21.02.2018
drogba. (31)

gaviget ro marto reali barsa bayerni siti aketebs da marto mati tamashebi rom waiyvanot ar gindat? vicit ro tkveni pexburtis codnac da simpatiebic am 4-klubit shemoipargleba da sxva gundebis gulshematkivarsac acalet nu chau@jjvvt stimulshi

14:11 | 21.02.2018
tomasz (1526)

ხო კაია დამიბლოკეთ :დ
ზურაბიშვილი არის ლამერი ფეხბურთში და კალათბურთში კიდე ხო შეიძლება
თვალაბრეიშვილი არის სტატისტიკოსი ლამერი რაღაცეები ესმის მარა ნუ მაყურებელი რატო უნდა დაინტერესდეს მაგის ლაპარაკით არ მესმის
ბანანაშვილი აი ქუჩაში დგას და ბაზრობს რა ნუ შედარებით მოსმენადია ამის ლაპარაკიც და ტემბრიც და ასე შემდეგ შედარებით მარა ნუ ძირითადად ისეთ ზოგად რაღაცეებს ლაპარაკობს
აი ღუდუშაური არის იმენა ჩუკენა რა ;დ არაფერი განსაკუთრებული ესეც უაზრობებს ლაპარაკობს თან ამაზრზენად ვითომ ირონიულ შუტკებს აწვება მარა აშკარად არ გამოსდის :დ
და გვენცაძე არის ცხოვრებით ^^ე ;დ დამბლოკეთ და კიდევ 2025მდე დამადეთ ბანი მარა მე ამაზე ^^^ მე არ მინახია :დდდდ თან ძალიან თარსია ;დდდდ

14:04 | 21.02.2018
drogba. (31)

uyureb bayerni besiktasis tamashs da aikles mteli tamashia tvinis ujredebi ai exla ar vici raunda gaaketos besiktasma da verapers gaaketebs kargit ra eqspertebi xart tu komentatorebi

13:57 | 21.02.2018
drogba. (31)

am 2-arzec tashti komentatorebi arian tumca igive arxi da sastavia

14:05 | 21.02.2018
stoned (991)

ანუ შეიძლება რომ არ იცოდეს მაგრამ არ არ აშავედე არაფერს.მაგრამ პირველ არხზე რასაც აკეთებენ გულისამრევია."მე ძალიან მომწონს" რო ამბობ და საკუთარ პოზიციას გვახვევ ვინ ჩემი .... ხარ? სასაცილოა ეგ ახალგაზრდა.

14:07 | 21.02.2018
stoned (991)

დიმა ობოლაძე რო მოგენატრება კაცს

14:26 | 21.02.2018
drogba. (31)

da nodar simsive dagetanxmebi am adamianebis wayvanil reportajze vgrznob tavs rom pexburts vuyureb patara shecdomebi ki aqvt magram mainc sxva danarchenebs jobia

13:47 | 21.02.2018
tomasz (1526)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:54 | 21.02.2018
drogba. (31)

eg imis bralia pexburti ki ar esmit ganswavlulebi arian zato shemadgenlobis chamotvla ar eshlebat

13:41 | 21.02.2018
lashamax (858)

ბარსელინა დაძლევს ჩელსის ბარიერს. მაგრამ ეს იქნება ამათი მაქსიმუმი.
არ აქვს ამ გუნდს პოტენციალი.
ნეიმარის პრობლემა ვერ ამიავსეს.
ბევრს კი იკვეხნიან ნეიმარუს წასვლით უკეთესები ვართო. მაგტამ ეს ასე არ არის.
მარტო მესის იმედზე დაასრულებენ 1/4 ფინალდი ასპარეზობას.
კონტე კიდევ გასაშვებია. ან მორატა რად უნდა ან ჟირუ რისთვის დაიმატა

14:58 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

ასეთი სტილის გუნდები სავარაუდოდ არ იქნებბა მაგ ეტაპზე და მე თუ მკითხავ აი იქ უფრო საშიში იქნება ბარსა

13:35 | 21.02.2018
stoned (991)

მაინც არ მგონია რომ ბარსას რამე პრობლემა აქვს.პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს უმოტივაციობა და უკაპიტნობა.რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ინიესტა გადასარევი ფეხბურთელია და ეკუთვნის და ასე შემდეგ, როგორც კაპიტანი არც ინიესტა და არც მესი არ ვარგა.სუარესი იქნებოდა კარგი კაპიტანი უბრალოდ კატალონიური პოლიტიკა არ მისცემს მაგის უფლებას.

14:57 | 21.02.2018
Beka-1991 (557)

კაპიტნად ნამდვილად არ გამოდგება არც მესი და არც ინიესტა. სუარესი არა და პიკე მიმაჩნია რომ უფრო ძლიერი იქნებოდა. ჟილკიანი ტიპია და თუ საყვირალი იქნება იყვირებს და თუ შესაკამათებელი იქნა შეეკამათება კიდეც. ერთი ეგაა, რომ პუიოლის ნაირიი მეორე არ ეყოლება ბარსას კაპიტნად არავინ.

13:28 | 21.02.2018
Graf. (2506)

ani-barca ვვერ მივხვდი ) ფრეზე თამაშობდა რას ქვია?! თამაშიდან გამომდინარე სუსტი რგოლი იყო მარჯვენა ფლანგი რამაც მოშალა გუნდი თავიდან ბოლომდე. აშკარა იყო რომ ვერ გაამართლა პაულინიო რაკიტიჩმა ერთად. რა ფილოსოფოსობა ამას უნდა

13:23 | 21.02.2018
halamadrid (606)

კრისტიანსენს ეგ უნდა უთხრას მაგ დამპალმაა მაგააან

მეტის ნახვა
სტატისტიკა
0.451576