ფეხბურთი

20:30 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “ვოლფსბურგს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ბრუნო ლაბადია. როგორც “მგლების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 52 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ლაბადიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ შმიდტი შეცვალა, რომელიც “ბაიერნთან” (1:2) მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. ბრუნო ლაბადიას აქამდე “დარმშტადტი”, “ფიურტი”, “ლევერკუზენი”, “შტუტგარტი” და “ჰამბურგი” (ორჯერ) გაუწვრთნია.

რაც შეეხება “ვოლფსბურგს”, ბუნდესლიგაში 23 ტურში მოპოვებული 24 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.130642