ფეხბურთი

16:52 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ბარსელონასთან" "ჩელსი" აუტსაიდერია"

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “ბარსელონასთან” მატჩში თავის გუნდს აუსტაიდერად მიიჩნევს. ამის შესახებ იტალიელმა მოახლოებული თამაშის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეჭვგარეშეა, რომ დიდი მეტოქე გვყავს. ფანტასტიკური გუნდი, რომელთანაც თამაში რთული იქნება. ესპანელებს დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ – მესი, სუარესი, ინიესტა და ზოგადად მთელი გუნდი. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

“ბარსელონას” ხარისხს ვიცნობთ, უყვარს ბურთის ფლობა და თამაშზე კონტროლის დაწესება, ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა. ვფიქრობ, აუტსაიდერები ვართ. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და რთული თამაში გველოდება”, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112685