ფეხბურთი

18:14 | 20.02.2018 | ნანახია 1765 - ჯერ

კასილიასს სერია A-ში თამაში უნდა

ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი “პორტუს” დატოვებს. 36 წლის კიპერს სეზონის ბოლოს “დრაკონებთან” კონტრაქტი ეწურება და რა გასაკვირია, რომ გახანგრძლივებას არ აპირებს – იკერმა “პორტუს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს უკვე დაავალა ახალი გუნდის მოძებნა, იტალიაში. დიახ, კასილიასს კარიერის გაგრძელება სერია A-ში სურს.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი “პორტუს” ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში სერჟიუ კონსეისაუ გამოცდილ მეკარეს ახალგაზრდა ჟოზე სას ამჯობინებს, ხოლო კასილიასს მატჩებისთვის თვალის დევნება სათადარიგო სკამიდან უწევს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:03 | 20.02.2018
zviadi-shxefi (6306)

ნაპოლიში გამიხარდება

21:58 | 20.02.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

დარწმუნებული ვარ პორტუ ლივერთან 0:5 არ წააგებდა ეს რომ ყოლოდათ სასტავში. არც ისე ბებერია რომ ნორმალურ გუნდში ვერ გაქაჩოს. ცოცხალი ლეგენდაა ბოლო ბოლო.

20:44 | 20.02.2018
ოო რაკაი ჩაია ჭოო (11)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:56 | 20.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლეგენდა უდიადესი მეკარეა კასილასი ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ მისი კაროერა ცოტა დაჩრდილა მაგრამ ერთერთი საუკეთესოა.სათავისო გუნდი უნდა მოძებნოს ჯერ მისი წასვლა ადრეა

19:50 | 20.02.2018
Beka-1991 (596)

უდიდესია კასო თავისი კარიერით, მაგრამ ხომ არ ჯობია ჩამოკიდოს აწი ბუცები ლურსმანზე??? სირცხვილია ამ დონის მეკარე პორტუგალიაშიც რო ზამენაზე ზის და სავარაუდოდ სხვა ნორმალურ გუნდშიც არაა გამორიცხული ისევ სკამი გაათბოს

18:50 | 20.02.2018
mjgiri (8951)

ეგ ხო ისაა,აი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.ადანის ზამენა,კაცი რომელიც სამ სკამზე დასვა

18:59 | 20.02.2018
სავაშა__ (6590)

ადანის ზამენა

18:44 | 20.02.2018
სავაშა__ (6590)

დაითრიოს ნაპოლიმ, რეინას აჯობებს ეხლაც

0.11558