ფეხბურთი

19:00 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთის ბურთები საფეხბურთო მოედანზე

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის დასკვნით მატჩში “აინტრახტმა” “ლაიფციგი” დაამარცხა – 2:1. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელი გუნდის ქომაგებმა პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ თამაში ორშაბათს გაიმართა.

გერმანელ გულშემატკივრებს არ სურთ ბუნდესლიგის მატჩების ორშაბათს ჩატარება, მაგრამ ფეხბურთის ლიგა სხვაგვარად ფიქრობს.

რაც შეეხება პროტესტის ფორმას, “აინტრახტის” გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები შეყარეს, რის გამოც ჯერ დაწყება გაჭიანურდა თამაშის, მერე კი, უკვე მეორე ტაიმი მსაჯმა 10 წუთით გვიან განაახლა.

ბუნდესლიგაში აქამდე მატჩები ორშაბათობით არ იმართებოდა, მაგრამ ახლა სატელევიზიო ბადიდან გამომდინარე გრაფიკი შეიცვალა.

0.192709