ფეხბურთი

12:14 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუერომ "უიგანის" გულშემატკივარს ხელი დაარტყა (+VIDEO)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ “უიგანის” გულშემატკივარს ხელი დაარტყა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მასპინძელთა ქომაგები მოედანზე შევიდნენ საყვარელი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად.

აგუერომ კი ერთ-ერთს სახეში ხელი უთავაზა. მომენტი ვიდეოფირზეცაა აღბეჭდილი და საქმეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საიდსციპლინო კომიტეტი განიხილავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არგენტინელი დიდი ალბათობით, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

შეგახსენებთ, ინგლისის მესამე დივიზიონის ბინადარმა “უიგანმა” “მანჩესტერ სიტი” 1:0 დაამარცხა და ასოციაციის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა. გარდა ზემოხსენებული ინციდენტისა, კამათი მოხდა გუნდის მთავარ მწვრთნელებს, პეპ გვარდიოლასა და პოლ ქუქს შორისაც.

0.119395