კალათბურთი

11:17 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის MVP-ის კანდიდატია

თორნიკე შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონის MVP-ის კანდიდატია. “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი აღნიშნულ ნომინაციაზე შემდეგ მოთამაშეებთან ერთადაა წარდგენილი:

ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), ნანდო დე კოლო (ცსკა), ალექსეი შვედი (“ხიმკი”), იან ვესელი (“ფენერბახჩე”), ბრედ ვანამეიკერი (“ფენერბახჩე”), პაულიუს იანკუნასი (“ჟალგირისი”), ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), სერხიო როდრიგესი (ცსკა).

რაც შეეხება თორნიკეს – შენგელია მიმდინარე ევროლიგაში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია. ქართველი საშუალოდ მატჩში 14.5 ქულას, 6.1 მოხსნას, 1.9 პასს, 0.8 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს. რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს, საშულოდ 18.9 აქვს, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ევროლიგის MVP-ის გულშემატკივრები აირჩევენ საუკეთესო სამუელიდან. თუმცა, იქამდე აღნიშნულ სამ კალათბურთელს ევროლიგაში მოთამაშე გუნდების მთავარი მწვრთნელები გამოარჩევენ.

0.114618