ფეხბურთი

13:02 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ვრეი "ლაციოს" ზაფხულში დატოვებს

რომის “ლაციოს” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სტეფან დე ვრეი დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გაავრცელა.

“სტეფანი განსაკუთრებული პროფესიონალია, რომელმაც “ლაციოსთვის” ბევრი გააკეთა, ისევე როგორც “ლაციომ” გააკეთა მისთვის. თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი გზები გაიყრება. საგანგაშო არაფერია. ჩვენ საკმაოდ გავიზარდეთ და წინ უნდა ვიაროთ”, - განაცხადა იგლი ტარემ.

საინტერესოა, რომ დე ვრეი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად, ახალ გუნდში უფასოდ შეეძლება გადასვლა. ყველაზე მეტად მის სახელს ტურინის “იუვენტუსთან” აკავშირებენ.

დე ვრეი “ლაციოში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 29 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113464