WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...
იტალია, სერია A
18 – “მილანი” კარის მიმართულებით თამაშში საშუალოდ 18-ჯერ ურტყამს და ტოპ ჩემპიონატებში ამ მაჩვენებლით მხოლოდ “რეალსა” და “ტოტენჰემს” ჩამორჩება.
5 – “მილანმა” ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 17 მატჩში მოპოვებული გამარჯვება.
2 – ჯაკომო ბონავენტურამ ბოლო ორი გოლი დავიდე კალაბრიას პასით გაიტანა.
24 – “ატალანტას” “ფიორენტინასთან” მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა მოედანზე. ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 277 დღე იყო.
9 – “ნაპოლიმ” პირადი რეკორდი გაიმეორა ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობით (9).
4 – ალანმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია ერთი სეზონისთვის.
9 – “იუვენტუსმა” ზედიზედ 9 მატჩი (ჩემპიონატში) 2016 წლის მაისის შემდეგ პირველად მოიგო.
10 – “ინტერისა” და “ჯენოას” ბოლო 10 მატჩში გამარჯვება ყოველთვის მასპინძელ გუნდს დარჩა.
1 – ანდრეა რანოკიამ სერია A-ში პირველი ავტოგოლი გაიტანა (186 მატჩი).
5 – ლეონარდო პავოლეტიმ მიმდინარე სეზონში თავით მეხუთე გოლი გაიტანა და ამ კომპონენტში საუკეთესოა.
10 – “რომამ” “უდინეზეს” ზედიზედ მეათე თამაში მოიგო და ასეთი კარგი სერია არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.
1 – ჩეიკ დაიბატემ “ბენევენტოს” რიგებში პირველი მატჩში და ერთადერთი დარტყმიდან გოლი გაიტანა.
5 – ჯენგიზ უნდერმა ბოლო სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
9 – “რომამ” “უდინეზესთან” პირველ ტაიმში კარისკენ ცხრაჯერ დაარტყა და ყველა შემთხვევაში შემტევები სცდილობდნენ გოლის გატანას (ელ შაარავი – 4, ჯენგიზ უნდერი – 3, ჯეკო – 2).
გერმანია, ბუნდესლიგა
11 – სანდრო ვაგნერმა 2015-2016 წლების სეზონიდან მოყოლებული ბუნდესლიგაში თავით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (11).
8 – პეტერ შტოგერი “დორტმუნდის” პირველი მწვრთნელია, რომელმაც ბუნდესლიგაში საწყისი 8 მატჩიდან არცერთი არ წააგო (5 მოგება, 3 ფრე).
30 – “დორტმუნდს” ბოლო 33 მატჩიდან, რომლის პირველი ტაიმი მოიგო, არცერთი არ წაუგია და 30 მოიგო.
1 – მარიო გიოტცე, ანდრე შურლე და მარკო როისი “დორტმუნდის” ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად მოხვდნენ.
2 – “შტუტგარტმა” ბუნდესლიგაში საგარეო მატჩი ორი წლის შემდეგ პირველად მოიგო. “აუგსბურგამდე” “შვაბებს” გასვლაზე 2016 წლის 6 თებერვალს ჰქონდათ მოგებული.
429 – 429 დღის შემდეგ “დორტმუნდის” ძირითად შემადგენლობაში ერთად ითამაშეს მარკო როისმა და მარიო გიოტცემ.
82 – მარიო გომესს “აუგსბურგთან” ყოველ 82 წუთში ერთი გოლი გააქვს. ამაზე კარგი მონაცემები გერმანელს მხოლოდ “შტუტგარტთან” აქვს (54 წუთში ერთი გოლი), რომლის ღირსებასაც ახლა იცავს.
4 – “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელის რანგში ბერნდ ჰოლერბახი გახდა პირველი (ბუნდესლიგის დაარსების დღიდან), რომელმაც საწყისი 4 მატჩიდან თამაში ვერ მოიგო.
37 – “ჰოფენჰაიმმა” უკვე გაუშვა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად (37).
150 – რალფ ფერმანმა “შალკესთვის” ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. გამოცდილ კიპერს ბუნდესლიგაში ჯამში 168 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
13 – იუპ ჰაინკესმა ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე13 გაამრჯვება მოიპოვა და ეს მისი კარიერის ყველაზე კარგი სერიაა.
6 – “ჰამბურგი”, რომელიც გასავარდნ ზონაშია, სამშვიდობო ზონას 6 ქულით ჩამორჩება. აქამდე ბუნდესლიგაში ადგილი არ შეუნარჩუნებია არცერთ გუნდს, რომელიც 23-ე ტურისთვის 6 ქულიან ჩამორჩენაში იმყოფებოდა.
39 – კლაუდიო პიზარო “კიოლნის” ისტორიაში გახდა რიგით მესამე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა (39 წელი და 137 დღე).
422 – ტომას მიულერმა “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 422 მატჩი ჩაატარა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი “რეკორდმაისტერის” ისტორიაში მხოლოდ 11 ფეხბურთელს აქვს (1965 წლიდან ვისაც უთამაშია).
2012 – 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ (“ჩელსისთან”) არიენ რობენმა “ბაიერნის” რიგებში პირველი პენალტი გააცუდა.
5 – შაბათს, “ვოლფსბურგმა” “ბაიერნს” პირველი ტაიმი მოუგო (1:0). ბოლოს, როდესაც საწყისი ტაიმის შემდეგ მიუნხენელსბ “მგლები” ამარცხებდნენ, რობერტ ლევანდოვსკიმ 9 წუთში 5 გოლი გაიტანა.
10 – მეცხრე ტურიდან მოყოლებული ნიკლას ფოლკრუგმა ათი გოლი გაიტანა და ამ დროში მასზე მეტად შედეგიანი არავინაა.
50 – ნილს პეტერსენმა ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა და აქედან 30 “ფრაიბურგის” მაისურით.
200 – სვენ ულრაიხმა ბუნდესლიგაში მეორასე თამაში ჩაატარა (24 მატჩი “ბაიერნის” რიგებში).
87 – ტიაგო ალკანტარამ 87 დღის შემდეგ პირველად ითამაშა. ბოლოს იგი მოედანზე 2017 წლის 22 ნოემბერს იყო.
5 – სიმონ ტეროდემ 2018 წელს 5 გოლი გაიტანა და მიმდინარე წელს მასზე შედეგიანად ვერავინ თამაშობს.
საფრანგეთი, ლიგა 1
3 – ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე საუკეთსო ექვსიდან 3 ფეხბურთელი ლიგა 1-დანაა (მინიმუმ 5 მატჩი სეზონში), რომელთა წინააღმდეგ საშუალოდ ყველაზე მეტად ირღვევა თამაშის წესი.
ნეიმარი – 5.1
ნაბილ ფეკირი – 3.9
მუნირ ელ ჰადადი – 3.7
ბორხა გარსია – 3.5
ისმაილა სარი – 3.5
ამინე ჰარიტი – 3.5
2 – ფლორენ ტოვინი ერთადერთი ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის გოლი+პასის სისტემით, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
1 – “ლიონმა” მას შემდეგ, რაც პსჟ (2:1) დაამარცხა, ლიგა 1-ში მხოლოდ 1 ერთი ქულა მოიპოვა და ამ პერიოდის შედეგებით ბოლო, მეოცე ადგილზეა (0 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).
55 – “მარსელს” 26 ტურის თავზე 55 ქულა აქვს და გაიმეორა თავის ისტორიაში ამ დროისთვის ნაჩვენები საუკეთესო შედეგები (1990-1991 და 1998-1999 წლების სეზონი).
6 – დიმიტრი პაიეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფლორენ ტოვინს აქვს ფრანგ ფეხბურთელებს შორის გოლი+პასის სისტემით 2018 წელს. ტოვინი (10 – 7 გოლი, 3 პასი), პაიე (6 – 2 გოლი, 4 პასი).
3 – “ლიონმა” მიმდინარე სეზონში მესამე თამაში ვერ მოიგო, როდესაც ანგარიში 2:0 წაიყვანა (3:3 “ბორდოსთან”, 2:3 “მონაკოსთან” და 2:2 “ლილთან”). ეს იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე 4 სეზონში ნაჩვენები შედეგი.
23% - ჯოვანი სიომ თებერვალში მეშვიდე გოლი გაიტანა და ეს მისი ფავორიტი თვეა (23% გოლების). ამაზე უკეთესი შედეგი თებერვალში მოქმედ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ემილიანო სალას აქვს (26.5%).
4 – “კაენიდან” მიმდინარე ლიგა 1-ში მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი (და სილვა, როდელინი, სანტინი, კრიველი), რაც ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე დაბალი შედეგია.
13 – პსჟ-მ ლიგა 1-ში ზედიზედ მე-13 საშინაო მატჩი მოიგო და ეს მის ისტორიაში საუკეთესო სერიაა.
150 – ტიაგო სილვამ ლიგა 1-ში 150 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც 72.5% მოიგო.
2 – “სტრასბური” “ლიონთან” ერთად ერთადერთია, რომელმაც მიმდინარე სეზონში პსჟ დაამარცხა.
9 – მხოლოდ მარკოს ალონსომ (12) და მატია კალდარამ გაიტანეს მცველებს შორის უფრო მეტი გოლი (ტოპ ჩემპიონატებში), ვიდრე კამილ გლიკმა (9).
49 – “მონაკომ” საკუთარ მოედანზე ზედიზედ 55-ე მატჩში გაიტანა გოლი (129 გოლი). საუკეთესო შედეგი ამ მხრივ “ნიცას” აქვს, რომელმაც 1975 წლის მაისიდან 1978 წლის თებერვლამდე 55 საშინაო შეხვედრაში გაიტანა (საუბარია ლიგა 1-ზე).
ესპანეთი, ლა ლიგა
50% - ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” გატანილი გოლების ნახევარში უშუალო მონაწილეობა მიიღო (20 გოლი, 11 პასი). 31/62.
42.7% - “რეალს” “ბეტისთან” მიმდინარე სეზონში ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა (42.7%).
178 – “ბეიჯინგში” გადაბაგებულ ჯონათან ვიერას 2015-2016 წლების სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგაში 178 დრიბლინგი აქვს შესრულებული. ეს ესპანელ ფეხბურთელთა შორის ხსენებულ პერიოდში საუკეთესო შედეგია.
3 – “სევილიამ” და “ბეტისმა” მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 5 გოლი სამჯერ გაუშვეს და ასეთი ცუდი შედეგი ტოპ ჩემპიონატებში სხვა გუნდებს არ აქვთ.
6 – “რეალი” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 6000 გოლი გაიტანა.
1 – ლაზჩანო 1929 წელი
1000 – პაინიო 1950
2000 – ფრანსისკო ჰენტო 1963
3000 – ხუანიტო – 1981
4000 – ივან სამორანო – 1994
5000 – ხოსე მარია გუტი 2008
6000 – მარკო ასენსიო 2018
8 – კრიშტიანუ რონალდუს 2018 წელს ლა ლიგაში 8 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია.
5 – 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში საუკეთესო ასისტენტების ხუთეული ასეთია:
ლიონელ მესი – 168
დანი ალვეში – 101
ჩავი – 94
კრიშტიანუ რონალდუ – 86
ხოაკინ სანჩესი – 84
16 – 21-ე საუკუნეში “ესპანიოლმა” და “ვილიარეალმა” ერთმანეთში ყველაზე მეტი ფრე ითამაშეს (16).
1 – ესტებან გრანერომ 2011 წლის იანვრის შემდეგ (“ალმერიასთან”) ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (2590 დღის შემდეგ).
29 – “რეალს” არ წაუგია ბოლო 29 მატჩი, როდესაც ლუკას ვასკესი ძირითად შემადგენლობაში იყო (27 მოგება, 2 ფრე).
1 – როდრი ერნანდესმა ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (49 მატჩი).
3 – ანტუან გრიზმანმა კევინ გამეიროს ბოლო სამ გოლში ასისტენტობა გასწია.
10 – “ატლეტიკო” “ბილბაოსთან” უკვე 10 მატჩია დაუმარცხებელია (8 მოგება, 2 ფრე).
3 – სერხიო კანალესმა ბოლო ორ მატჩში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 პასი).
100 – ლოპეს მუნისმა ლა ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა (22 მოგება, 37 ფრე, 41 წაგება).
12 – დანი პარეხომ ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 6 პასი).
7 – “ვალენსიას” მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი 7-დან 7 (100%).
3 – ალბერტო ფერნანდესმა ზედიზედ სამი თამაში პირველად მოიგო მას შემდეგ, რაც ლა ლიგის გუნდის სათავეშია.
50% - მუნირ ელ ჰადადმა “ალავესის” გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა 11/22(6 გოლი, 5 პასი).
14 – ლიონემ მესიმ ძელს (ხარიხას) მიმდინარე სეზონში 14-ჯერ მოარტყა ბურთი და ეს ყველაზე მაღალი შედეგია 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული.
8 – მხოლოდ ფილიპ მაქსმა (11) მიიღო უფრო მეტ გოლში მონაწილეობა (მცველებს შორის), ვიდრე ჟორდი ალბამ (8). 2 გოლი, 6 პასი.
31 – “ბარსელონა” ლა ლიგის ზედიზედ 31 მატჩში არ დამარცხებულა (26 მოგება, 5 ფრე) და ეს საუკეთესო სერიაა 2011 წლის აპრილის შემდეგ.
3 – ფაბიან ორელანა ლა ლიგაში მეექვსედ გააძევეს და აქედან სამჯერ წითელი ბარათი “ბარსელონასთან” მიიღო.
8 – “ეიბარმა” “ბარსელონასთან” მერვე მატჩი წააგო და ამაზე მეტჯერ ლა ლიგაში არავისთან დამარცხებულა.
6 – სარაბიამ ბოლო 7 მატჩიდან 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 პასი).
1 – ვისამ ბენ იადერმა 6 იანვრის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა.
9 – კრისტიან სტუანიმ ლა ლიგაში მეცხრე პენალტი გაიტანა.
P.S ინგლისის პრემიერლიგაში გასულ უიქ-ენდზე ტური არ გამართულა.