იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი ჯენარო გატუზოს მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებს. გამოცდილი მცველის თქმით, “როსონერის” პროგრესი მთლიანად მთავარი მწვრთნელის დასამხურებაა.
“გატუზოს მოსვლის შემდეგ სიტუცია სრულიად შეიცვალა. “მილანი” გუნდად იქცა, თამაში დაიწყო და გოლების გატანა. ეს ყველაფერი მწვრთნელის დამსახურებაა. ჩვენ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ვეცდებით ასევე გავაგრძელოთ”, - განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ “მილანი” გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. “როსონერი” ამჟამად ისევ მეშვიდე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ახლო წარსულთან შედარებით მკვეთრად შემცირებული.