“პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნაი ემერის შეცვლას კარლო ანჩელოტით აპირებდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტისგან უარი მიიღო. როგორც Mirror-ი ირწმუნება, ანჩელოტი ინგლისში მუშაობას გეგმავს და მისი გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული.
კერძოდ, საუბარია იტალიელი მწვრთნელის “ჩელსიში” დაბრუნებაზე, რომელსაც ამჟამად კარლოს თანამემამულე ანტონიო კონტე წვრთნის და გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ.
ანჩელოტი “ჩელსიში” 2009-2011 წლებში მუშაობდა. “არისტოკრატებმა” მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს. ამის შემდეგ პსჟ-საც წვრთნიდა (2011-2013) და გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.