ფეხბურთი

13:54 | 19.02.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ჩხუბი, 10 წითელი ბარათი და შეწყვეტილი მატჩი (+VIDEO)

ბრაზილიაში, ბაიას შტატის ჩემპიონატის მატჩი “ვიტორიასა” და “ბაიას” შორის მოედანზე ფეხბურთელთა არასაკმარისი რაოდენობით დარჩენის გამო შეწყდა. მსაჯს ამ თამაშში 10 წითელი და 8 ყვითელი ბარათის გამოყენება მოუწია.

მოედანზე მდგომარეობა უმართავი გახდა მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა “ბაიამ” ანგარიში გაათანაბრა (1:1). სტუმრების გოლის აღნიშვნის ფორმამ მასპინძლები გააღიზიანა და ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა. თამაშის განახლება 16 წუთის შემდეგ მოხერხდა, როცა არბიტრმა “ვიტორიას” 3 ფეხბურთელი, ასევე “ბაიას” ძირითადი შემადგენლობის 2 და სათადარიგო 3 მოთამაშე გააძევა. მოედანზე 8 მასპინძელი და 9 სტუმარი ფეხბურთელი დარჩა, თუმცა 11 წუთში “ვიტორიას” კიდევ ორმა მოთამაშემ მიიღო წითელი ბარათი, რის გამოც მსაჯი იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა, რადგან ფიფას რეგლამენტის თანახმად, ერთი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ცოტა 7 ფეხბურთელი მაინც უნდა თამაშობდეს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომხდარზე სადისციპლინო კომიტეტი, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:52 | 03.06.2019
RMA FANS (3925)

ყოჩახ ძმაო

14:32 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen

14:19 | 03.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

12:57 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri

0.067139