კალათბურთი

10:11 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე მოედანს 5 ქულით და 5 პასით დაუბრუნდა

თითქმის სამთვიანი უქმობის შემდეგ გიორგი ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელს ფეხი აწუხებდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განვლილ მატჩებში ეროვნული გუნდის ღირსება ხომ ვერ დაიცვა და ვერც კლუბში თამაშობდა.

გუშინ ცინცაძემ რუმინეთის ჩემპიონატში “ფინიქს გალატის” წინააღმდეგ “პოლიტექნიკის” შემადგენლობაში ითამაშა და უკვე დღეს ის თბილისში, საქართველოს ნაკრებთან შესაერთებლად გამოემგზავრება.

2018 წლის პირველ მატჩში ცინცაძემ 16:40 წუთი ითამაშა. რუმინული კლუბის ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა 5 ქულით, 5 პასით და თითო მოხსნა-ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო შედეგი კი პოლიტექნიკელმა ანდრია ბოჟიჩმა დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. სამმაგი დუბლი – 15 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა პეიშენ ტეიპორმა. “პოლიტექნიკამ” მეტოქეს 99:91 სძლია.

gbf.ge

0.115352