"მანჩესტერ სიტი" უახლოეს მომავალში ალექსანდრ ზინჩენკოს ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას გაუფორმებს. როგორც The Sun-ი იუწყება, უკრაინელს კვირაში ხელფასი 50 ათას გირვანქა სტერლინგამდე გაეზრდება. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს.
ზინჩენკო "შახტარის" აკადემიის აღზრდილია და 2015 წელს "უფაში" მოხვდა და ერთი წლის შემდეგ "ქალაქელებმა" 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში უკრაინელი პსვ-ში იყო განათხოვრებული და 17 დაპირისპირებაში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მარცხენა გარემარბმა მიმდინარე სათამაშო წელს 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 743 წუთი დაჰყო.