ფეხბურთი

16:30 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

ინგლისის ასოციაციის თასის კენჭისყრა გაიმართა და უკვე ცნობილია მეოთხედფინალური წყვილები. "ლესტერი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონს" უმასპინძლებს.

"საუთჰემპტონი" "მანჩესტერ სიტისა" და "უიგანია" შორის გამარჯვებულს სტუმრად შეხვდება. ბოლო მეოთხედფინალულ მატჩში კი "შეფილდი" - "სუონსის" და "როჩდეილი" - "ტოტენჰემის" წყვილებს შორის საუკეთესოები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ეტაპის შეხვედრები 16-19 მარტს გაიმართება.

0.131106