ჩოგბურთი

17:40 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირზე ერთეულთა და წყვილთა თანრიგში იასპარეზებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ღია ტურნირის ერთეულთა თანრიგს სტივ ჯონსონთა მატჩით დაიწყებს. ქართველის და ამერიკელის მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს არ შეხვედრილან.

გასულ წელს ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობდა და პირველ წრეში ტომი ჰაასი დაამარცხა, თუმცა მეორე რაუნდში სტივ დარსისთან წააგო. ჯონსონთან მოგების შემთხვევაში ქართველი ტარო დანიელსა და ნიკ კირიოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ვინაიდან ბასილაშვილი ნიუ იორკის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა, სარეიტინგო 150 ქულა დაკარგა და ახლა 77-ე პოზიციაზე იმყოფება.

წყვილთა თანრიგში კი ბასილაშვილი კვლავ ალბოტთან ერთად იასპარეზებს და პირველ წრეში ქართულ-მოლდოვური დუეტი ჯონ ისნერსს და სემ ქუერის შეხვდება.

0.115451