ნიკოლოზ ბასილაშვილი და რადუ ალბოტო ნიუ იორკის ღია ჩემპიონატის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ვესლი კოლჰოფთან და არტემ სიტაკთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ. პირველ სეტში ქართულ-მოლდოვური დუეტი ბრეიკით 3:1-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ორჯერ დაბრეიკდა. მეორე სეტში კი ახალზელანდიელმა და ჰოლანდიელმა ბრეიკი მერვე გეიმზე შეასრულეს და ფინალში გავიდნენ.
ქართველმა და მოლდოველმა ნახევარფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა და 10,320 დოლარი გამოიმუშავა. ბასილაშვილმა წყვილთა რეიტინგში 428 ადგილით წინ წაიწია და 398-ე პოზიციაზეა, ხოლო ალბოტი განახლებულ რეიტინგში 21 ადგილით იქნება დაწინაურებული და 167-ე პოზიციაზე იქნება.