ფეხბურთი

23:00 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "ერთი-ორი წელი მაღალ დონეზე თამაში შემიძლია"

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია. რობენი “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის ვადის გასვლაზე არ ფიქრობს, რადგან თვლის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება შესაძლებელია.

“ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მჯერა, რომ ერთი ან ორი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაში შემიძლია და ეს ჩემი მიზანია. “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კონტრაქტის ამოწურვის საკითხი არ მაშფოთებს. კლუბს თავისი განვითარების გეგმა აქვს და ყველაფერი გადაიხედება”, - ციტირებს რობენის სიტყვებს Sporbuzzer-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი “ბაიერნში” 2009 წლიდან თამაშობს, ხოლო მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაფორმდება თუ არა, ახალი ხელშეკრულება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11482