კალათბურთი

15:04 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ესპანეთის თასის ისტორიაში შევიდა

“სასკი ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის სამეფო თასის ისტორიაში ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ “ბარსელონასთან” ნაჩვენები მარგი ქმედების კოეფიციენტი (40) ესპანეთის თასის ყველა დროის ათეულში მოხვდა.

თორნიკეს შედეგი ისტორიაში მეშვიდეა. საუკეთესო მაჩვენებელი კი ტანოკა ბერდს აქვს, რომელსაც 2000 წელს “ვალენსიას” რიგებში მარგი ქმედების კოეფიციენტი 47 ჰქონდა.

გარდა ამისა, შენგელია 21-ე საუკუნეში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელიც სამეფო თასზე მარგი ქმედების კოეფიციენტით 40 გაუტოლდა. მანამდე, ლუის ბალოკმა (2007 წელს) და ანტე ტომიჩმა (2015 წელს) მოახეხეს იგივე.

შეგახსენებთ, “ბასკონია” შენგელიას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად “ბარსელონასთან” დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. ქართველი კალათბურთელი კი საუკეთესო იყო: 31 წუთი, 30 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა.

0.1116