ფეხბურთი

16:24 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს

გერმანიის ბუნდესლიგის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს. გერმანიის საფეხბურთო ლიგაში სერიოზულად განიხილავენ საკითხს, რომ ბუნდესლიგაში პლეი-ოფის სისტემა დაინერგოს.

მიზეზი რაღა თქმა უნდა, გათამაშებისთვის ინტერესის გაზრდაა, ვინაიდან ბოლო წლებში მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონობას კონკურენციის გარეშე ახერხებს. ახლაც, “რეკორდმაისტერი” მდევარ “ლაიფციგს” 18 ქულით სჯაბნის და ბუნებრივია, ზედიზედ მეექვსედ “ვერცხლის სინის” მოგება არ გაუჭირდება.

აღნიშნული იდეა მოსწონს “ბაიერნის” ნახევარმცველ ტომას მიულერს:

“ეს არის იდეა, რომელიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ჩემი აზრით, საინტერესო რევოლუცია იქნებოდა”, - თქვა მიულერმა.

თავის მხრივ, პლეი-ოფის დანერგვის იდეით აღფრთოვანებული არ დარჩენილა ლევერკუზენის “ბაიერის” სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი:

“პლეი-ოფები ჩვენს ჩემპიონატს დაამახინჯებს”, - განმარტა ფიოლერმა.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112454