ფეხბურთი

15:31 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესს "შალკესთან" მატჩისას ნახევარი საათი ეძინა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა აღიარა, რომ “შალკესთან” მისი გუნდის თამაში 35 წუთის განმავლობაში არ უნახავს. მიზეზი? – გერმანელი სპეციალისტი სახლში იმყოფებოდა და ეძინა...

“პარასკევს და შაბათს ძალიან ცუდად ვიყავი. შაბათს დასაძინებლად 16:45 საათზე დავწექი და 19:00 საათზე გამეღვიძა. მაშინ მატჩის 35-ე წუთი იყო. ამის გამო ძალიან შუწუხებული ვარ ჩემი სინდისის წინაშე”, - განაცხადა იუპმა “ვოლფსბურგთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, “ბაიერნმა” “შალკე” 2:1 დაამარცხა და სამივე გოლი სწორედ იმ პერიოდში გავიდა, როდესაც ჰაინკესს ეძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111644