ფეხბურთი

16:51 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაქსის ქურდებმა ბოდიში მოიხადეს

ინგლისური “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ფეხბურთელებმა, რომლებმაც ბარსელონაში ტაქსი მოიპარეს, დანაშაული აღიარეს და საჯაროდ ბოდიშიც მოიხადეს.

ჯონი ევანსი, გარეთ ბერი, ჯეკ ლივერმორი და ბოაზ მაიჰილი – ეს, ის ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც ხუთშაბათს კატალონიის დედაქალაქში ტაქსი მოიპარეს და სასტუმროში ამ გზით მოახერხეს დაბრუნება.

“ბოდიშს ვუხდით ჩვენს თანაგუნდელებს, მთავარ მწვრთნელს, გუნდს და გულშემატკივრებს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი სახელები გაჟღერებულიყო, რადგან უდანაშაულო თანაგუნდელები უნებლიედ ამ ინციდენტთან დაკავშირებული არ ყოფილიყვნენ. ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი არ იქონიებს ზეგავლენას იმაზე, რომ ვიბრძოლოთ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად”, - ვკითხულობთ “ალბიონის” საიტზე.

აღსანიშნავია, რომ ტაქსი მფლობელს უვნებლად დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121371