კალათბურთი

12:30 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 18 ქულამ ლიდერის დასამარცხებლად არ იკმარა

“ბაჰჩეშეჰირმა”, რომლის ღირსებასაც საქართელოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი, მაიკლ დიქსონი იცავს, თურქეთის მეორე ლიგაში პრინციპული შეხვედრა დათმო. დიქსონის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ “აფიონს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:86 დააწო.

საქართელოს პასპორტისა და მისი ნაკრების წევრი ბაჰჩეშეჰირელთაგან საუკეთესო იყო. დიქსონმა მოედანზე 26:19 წუთი გაატარა და 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულას მაიკლმა 3 პასი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. “ბაჰჩეშეჰირს” 13 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 თებერვალს, შინ, “ბაკირკოი ბასკეტთან” გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148091