კალათბურთი

10:23 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია "ბარსელონასთან": 30 ქულა და MVP

ესპანეთის სამეფო თასზე “სასკი ბასკონია” “ბარსელონასთან” სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში დამარცხდა – 94:90.

ბასკთა ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაინც გახდა. თორნიკემ პარკეტზე 30:53 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ფანტასტიკურად ითამაშა: 30 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 17-დან 15 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. 30 ქულა მატჩის მონაწილე არცერთ მოთამაშეს არ მოუპოვებია და გარდა ამისა, თორნიკეს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტიც აღმოაჩნდა – 40. შესაბამისად, შეხვედრის MVP გახდა.

“ბასკონია” აღნიშნული მარცხით სამეფო თასს გამოეთიშა. ნახევარფინალური წყვილები კი ასეთია: “ტენერიფე” – “რეალი”, “გრან კანარია” – “ბარსელონა”.

0.119381