ფეხბურთი

1:00 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი დაშავდა

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ტრავმირებულია. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, კეინმა ტერფის დაზიანება “იუვენტუსთან” მატჩში მიიღო.

24 წლის ფორვარდს შაბათს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “როჩდეილთან” მატჩამდე სამედიცინო შემოწმება კიდევ ერთხელ ჩაუტარდება და დაზიანების სიმძიმეც გახდება ცნობილი.

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კი, დარწმუნებულია, რომ კეინის ტრავმა საგანგაშო არაა:

“ხვალ საბოლოოდ გავიგებთ მდგომარეობას. თუ 100%-ით მზად იქნება, “როჩდეილთან” რა თქმა უნდა, ითამაშებს. ჩვენ არ გვეშინია”, - თქვა პოჩეტინომ.

ჰარი კეინს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 34 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.

0.119884